საჩხერეში შვილმა მამის გულ ღვიძლისგან ყაურმა გააკეთა – საზარელი მკვლელობის დეტალები

საჩხერეში შვილმა მამის გულ ღვიძლისგან ყაურმა გააკეთა – საზარელი მკვლელობის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას – 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.“ – ეს არის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 აპრილს ოფიციალურად გაავრცელა, თუმცა…

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რეალური სურათი უფრო მძმეა. როგორც სოფელ ბახიოთის მაცხოვრებლები გვიყვებიან, მოკლულის მეუღლე შარშან გარდაიცვალა. მაშინ ოჯახის უფროსი ყველას უმტკიცებდა, რომ მისი ცოლი მისმა შვილმა გაგუდა, მაგრამ არავინ დაუჯერა.

„ოჯახს შვილი არ ჰყავდა. ეს ბავშვი უკრაინელია, იშვილეს და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მაგრამ ბავშვს ადრეულ ასაკშივე დაეწყო ფსიქიატრიული პრობლემები და მას არაერთხელ დასჭირდა ფსიქიატრების დახმარება. ერთი წლის წინ, როცა ოჯახის დიასახლისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მამა ამტკიცებდა, რომ ის მისმა შვილმა გაგუდა, მაგრამ არავინ მოუსმინა. კაცმა იმდენი მაინც მოახერხა, რომ შვილისთვის ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა და დასკვნის საფუძველზე, ის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ფსიქიატრიულიდან მკვლელობაში ეჭვმიტანილი გაიქცა და მკვლელობამდე ორი დღით ადრე, ანუ 17 აპრილს სახლში დაბრუნდა, 19-ში კი ეს საშნელება დატრიალდა. მამაკაცის მოჭრილი ფეხები ეზოში ეყარა, გულ-ღვიძლი კი ამოჭრილი ჰქონდა და როცა პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა, შვილი გულ-ღვიძლს ქვაბში ხარშავდა“, – გვივყებიან ბახიოთის მაცხოვრებლები.

CATEGORIES
TAGS
Share This