,,ახლა ვართ ერთ-ერთ კრიტიკულ წერტილში ეპიდემიის დაწყებიდან“ – თენგიზ ცერცვაძე

,,ახლა ვართ ერთ-ერთ კრიტიკულ წერტილში ეპიდემიის დაწყებიდან“ – თენგიზ ცერცვაძე

წარმატებული საპასუხო ღონისძიებებით ვერტიკალმა პროცესის სტაბილიზაცია მოახდინა და ყბადაღებული პიკი, როგორც ჩანს, არა ციცაბო ფორმით, არამედ პლატოს ფორმით მივიღეთ და ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების შემცირებაც კი შეინიშნება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ახლა ვართ ერთ-ერთ კრიტიკულ წერტილში. ეპიდემიის დაწყებიდან რამდენიმე ასეთი წერტილი გავიარეთ და ახლა ერთ-ერთი მორიგი კრიტიკული წერტილია. საქმე ისაა, რომ წარმატებული საპასუხო ღონისძიებებით ვერტიკალმა პროცესის სტაბილიზაცია მოახდინა და ყბადაღებული პიკი, როგორც ჩანს, არა ციცაბო ფორმით, არამედ პლატოს ფორმით მივიღეთ და ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების შემცირებაც კი შეინიშნება. პარალელურად სახელმწიფომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. დაახლოებით ასე იქცევიან ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ისინი იძულებულები არიან, ასე მოიქცნენ მაშინ, როდესაც მათთან სტაბილიზაცია არ მომხდარა. კატასტროფულად ბევრია ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობა და ეს ქვეყნები მაინც წავიდნენ ამ ნაბიჯზე. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ზღვარი, როდესაც ეკონომიკას უჭირს შეზღუდვების შემდგომი ატანა. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით შედარებით უკეთეს ფონზე, უკეთესი მოცემულობის დროს. ახლა იქაც და ჩვენთანაც ყველა ყურადღებით აკვირდება, მოყვება ამას შემთხვევების ზრდა თუ შევძლებთ ამ ტემპის შენარჩუნებას და დაგდებას.

“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

CATEGORIES
TAGS
Share This