,,შეზღუდვამ არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ჯგუფები “წაახალისა”-დეა ცომაია თსუ – ს სტუდენტი

,,შეზღუდვამ არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ჯგუფები “წაახალისა”-დეა ცომაია თსუ – ს სტუდენტი

მოგეხსენებათ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით 21 მარტიდან 22 მაისამდე, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა! შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები – კონკრეტული შედეგების მისაღწევად, კერძოდ სასწავლო პროცესის შეჩერება, სამსახურების და სწავლების უდიდესი ნაწილი გადაყვანა დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე, , აიკრძალა მუნიციპალური ტრანსორტი, მეტრო. 31 მარტის 21 საათიდან კი საგანგებო მდგომარეობას დაემატა საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათთან ერთად-თავისი რეგულაციებით. მოქალაქეებს დილის 6 დან – 9 საათამდე ქუჩაში გასვლა აკრძალათ. აკრძალვა ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისია პოლიცია და საშვის მქონე პირები. წესების დამრღვევი არა ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა 3000 ლარით. ამ გაუსაძლის რეჟიმს 17 აპრილის 12 საათიდან 27 აპრილამდე დაემატა მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება.

ახლა გადავხედოთ ათასობით ადამიანის ცხოვრებას ზემოთ ხსენებულ გაუსაძლის პირობებში, განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდების დამოკიდებულება ეპიდემიით გამოწვეულ “გაჩერებულ” ცხოვრებასთან მიმართებით

გთავაზობ დეა ცომაია-თსუ-ს ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტების ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის მე -2 კურსის სტუდენტის ძალიან საინტერესო მოსაზრებას.

,, გუშინ ვზივარ, საღამოს 7 საათია და უცებ ხინკალი მომინდა.. გადმოვიწერე აპლიკაცია, შევუკვეთე და ჰოპ, მიწერს, რომ სამწუხაროდ ამ უბანს ამ დროს არ ემსახურებიან… ვინც მიცნობს და იცის ჩემი ხინკლის მიმართ დამოკიდებულება, ალბათ ყველა მიხვდება როგორი იმედგაცრუებული და განადგურებულიც დავრჩი, თან მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 7 საათი იყო… პირველად ვინანე მგონი, სადმე დიღომში რომ არ ვცხოვრობ :დდ (აქ კი შეიძლება მითხრან, 7 საათზე ხინკალი რატო მოგინდაო, მაგრამ ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფიგურაზე მოწუწუნეთა კატეგორიაში არ გავდივარ)
მეორე მხრივ, წესრიგის დაცვა, არა ვინმეს მინიშნებით, არამედ ადამიანის კულტურის ფარგლებში უნდა იყოს, თავისთავადი… და ვფიქრობ საამისოდ არანაირი რეგულაციაა საჭირო, რადგან ვისაც ეს შინაგანად ისედაც არ აქვს, იმისთვის ყველანაირი შეზღუდვა სრული უმეცრებაა… აღარაფერს ვამბობ შეზღუდვით შექმნილ სავალალო ფაქტებზე, მაგალითად სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი კორპუსის წინ არსებული მარკეტი გაძარცვეს, კომენდანტის საათამდე მსგავსი რამ ამ უბანში არ მომხდარა, რადგან “ვიღაც ნაცნობი” ყოველთვისაა გარეთ, ღამის დროის ნებისმიერ მონაკვეთში. შესაბამისად, მაქვს უფლებაც და მოტივიც ვიფიქრო, რომ ამგვარმა შეზღუდვამ არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ჯგუფები “წაახალისა”..
თანამედროვე ინფორმაციულმა საზოგადოებამ ინტროვერტიზმი ისედაც წინა პლანზე წამოწია, ბავშვებს რეალური და ხელშესახები ურთიერთობები სანატრელ ფენომენად ექცათ..
მე გარშემო მყავს ბავშვების ის კატეგორია, რომლებიც ისედაც სახლში ატარებდნენ მათი დროის უმეტეს ნაწილს, ამიტომ ცხადია, მათ ამგვარი შეზღუდვა დიდად არც შეაწუხებთ, თუმცა ამით იმ “ცოცხალი” ადამიანების უფლებები ირღვევა, რომლებიც მთელ დღეს და ზოგჯერ ღამესაც საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესით ატარებდნენ. და დღეს ეს არც დანაშაულია და არც გასაკვირი.
მე 24 თებერვლიდან სახლში ვარ, დავკარგე სამსახური, მოვწყდი საყვარელ საქმიანობებს, ონლაინ სწავლის “ეფექტურობაზე” რომ ვისაუბრო, მანდაც ჭოჭმანი და ისევ ჩემი თავის მოტყუება მომიწევს. უნივერსიტეტი ჩემთვის იყო მეორე სახლი, რომელშიც სიხარულით გავრბოდი, ვიღაცისთვის ესეც მხოლოდ ნათესავების გავლენებით წარმოჩენილი აუცილებლად საზიდი “ჭაპანია” და მეტი არაფერი… კორონა ვირუსმა ღიმილისა და სილაღის, ემოციებისა და გრძნობების გამოხატვის საშუალება ჩააშთო…
მთელი ბავშვობა აკრძალული მქონდა კომპიუტერზე დიდხანს ჯდომა. მაქსიმუმ 2 საათით თუ ავიღებდი ხოლმე და ეგეც მბეზრდებოდა და დღეს რა ხდება? მე მაიძულებენ, ვიკითხო პდფ-ებიდან, ვეძიო ონლაინ ბიბლიოთეკები, ვუსმინო და ვუყურო ონლაინ ლექტორებს.. ბავშვობაში თუ მულტფილმების ყურება მეკრძალებოდა დიდი ხნით, თვალების ტკივილის ასაცილებლად, ახლა 24 საათიან რეჟიმზე რომ თვალები მომესპო ეს არაფერია? ზოგს ისედაც აწუხებს თვალები, ბედის ისრონიაა მგონი, მალე ოფთალმოლოგებთან დიდი რიგი დადგება, თუ ამ კორონა განწყობისგან დაზაფრულებმა საერთოდ შეძლეს კლინიკისკენ მტკიცე ნაბიჯების გადადგმა..
და იმ ხალხზე რაღა ვთქვა, რომლებიც ყოველდღიურ ხელზე გამოსამუშავებელ საქმიანობას ეწეოდნენ… თუ ისინი ჩვენი ქვეყნის ნაწილები არ არიან, თუ მოქალაქეობა მხოლოდ სტატუსია მათთვის და არაფერი მეტი?!
სხვების ანგარიშგაუწევლობა ადამიანში კი უდიდეს ეგოიზმს შობს, ყველას ვერასდროს ექნება ერთნაირი პირობა, შესაძლებლობა და გამართული ოჯახური მდგომარეობა – უზრუნველი არსებობისთვის!”

CATEGORIES
TAGS
Share This