რისთვის მიიღებს ცხინვალელი დიზაინერი ფატი კახნიაშვილი  ,,პერსონა 2020″- ის ტიტულს

რისთვის მიიღებს ცხინვალელი დიზაინერი ფატი კახნიაშვილი ,,პერსონა 2020″- ის ტიტულს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 ის 21 კაციანმა ბორდმა იმ წარმატებული ადამიანების გამოვლენა დაიწყო, რომლებსაც ამ წლის ბოლოს “პერსონას” დაჯილდოების ცერემონიაზე სფეროს განვითარებისთვის დააჯილდოვებენ.

დაჯილდების ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 ადამიანს ყოველწლიურად პერსონას ტიტულს ანიჭებს. პროექტს ამ წლების განმავლობაში დაჯილდოებული ყავს ისეთი ადამიანები, როგორებიც გახლავთ ლეილა აბაშიძე, მარიკა კვალიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, ნათია არველაძე, ლაშა არსენიძე, გივი ბერიკაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, ირმა სოხაძე, მანანა თოდაძე, კახი კავსაძე და სხვები.

პროექტი ტრადიციულად წელსაც გამოავლენს 50 საუკეთესო ადამიანს, რომელთა შორისაც გახლავთ დიზაინერი ფატი კახნიაშვილი, ფატი კახნიაშვილმა ცხინვალის საშუალო სკოლის შემდგომ სწავლა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, მოგვიანებით კი მუშაობა იუსტიციის სამინისტროში დაიწყო, მასში შემოქმედებითი წვის პროცესი მოგვიანებით 2018 წელს მოვიდა. ის დღეს “პერსონა 2020″ ის ტიტულზე კულტურისა და ხელოვნების განვითარებისთვის გახლავთ წარდგენილი. იგი ცნობილი მისი მთავარი ინსპირაციით ყურძნის მტევნით გახლავთ და სწორედ მტევანს იყენებს თავისივე ხელნაკეთ აქსესუარებში. მისი სმკაულები იმდენად თვალშისაცემი და განსაკუთრებული გახლავთ, რომ მასზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დომენიკ ლეტიზიამ ვრცელი სტატია დაწერა.

მისი გამოფენები გაიმართა 2019 წლის 10-13 ოქტომბრის პერიოდში იტალიაში, ქალაქ რომში, რომელიც 12 ოქტომბერს რომის ხელოვნების უნივერსიტეტში, იმჟამინდელი ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ნენო გაბელიასა და VALERIO MASSARONI-ს ორგანიზებით მოეწყო სახელწოდებით – ხელოვნებით მოყოლილი „ამბავი საქართველოზე…“ ასევე აღსანიშნავია პროექტი „ ჩემი რომაული არდადეგები“-ს ყველაზე შთამბეჭდავი 3 დღიანი გამოფენა-კონკურსი, Incingue Open Art Monti-ს გალერეაში, რომელიც იყო ორგანიზებული Monica Cecchini-ს მიერ. ამ გამოფენაზე 30 საუკეთესო თემატურ ნამუშევარს შორის საკონკურსოსდ წარმოდგენილი ფატი კახნიაშვილის მიერ შესრულებული ყელსაბამი სახელწოდებით „ამბავი საქართველოზე…“. ფატი კანიაშვილმა თავის ბრენდს სახელიც სიმბოლურად “ზელფი” შეარქვა.

დიზაინერისთვის ყველაზე ამაღელვებელი კი მაინც იყო ის როცა 2019 წელს რომის პაპ ფრანცისკეს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა სხვა საჩუქრებთან ერთად გადასცა ბაგრატიონების სახელობის ღვინო შემკული ჩემი ხელნაკეთი მტევნით.

ფატი კახნიაშვილი დღეს თბილისში ცხოვრობს და სურვილი აქვს ერთიანი საქართველოს სახელით  წარდგეს საერთაშორისო გამოფენებზე.

  

 

CATEGORIES
TAGS
Share This