ლანდა მასხულია ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას 21 კაციანისაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მწერალი და ჟურნალისტი ლანდა მასხულია პერსონას ტიტულით დაჯილდოვდება. აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა დახელშეწყობისთვის ყოველწლიურად
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ჟურნალისტს, მწერალს და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრს ლანდა მასხულიას ,,პერსონა -2020 ‘ – ის ტიტულზე სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ლანდა (მზია ) მსხულია დაიბადა ქალაქ სენაკში, 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა სენაკის 7 -ე სშუალო სკოლა, 1980 წელს ასევე წარმატებით დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ამავე წლიადნ მუშაობა დაიწყო თბილისში გაზეთ ,,თბილისის“ კორესპოდენტად. 1985 წლიდან 1991წლებში მუშაობდა დამოუკიდებელი გაზეთ ,,შანსის“ კულტურიის განყოფილების უფროსად. 1991 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა საქრთველოს პირველ არხზე სახლხო მეურნებოს განყოფილების რედაქტორად. ლანდა მასხულიამ ასევე 1980 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და იგი 1984 წლამდე მუსაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად. იგი გახლდათ გაზეთების ,,კერძო დეტექტივის“ და ,,ტორონჟის“ რედაქტორი. 1995 წლიდან გახლავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. მოღვაწეობდა გაზეთ ,,კრიმინალურ ქრონიკაში“ . 2000 წლიდან გახლავთ სამხარეო გაზეთ ,,თავისუფლების მრწამსის“ (სამეგრელო ზემო სვანეთის) რედაქტორი და გამომცემელი დღემდე. 1991 წლიდან არის საქართველოს ეროვნულ მწერალთა დარბაზის წევირი. 2000 წლიდან არის საქრთველოს ეროვნულ მწერალთა კავშირის წევრი. გახლავთ პოეტი, მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა რესპუბლიკის ყველა ცენტრალურ ჟურნალ გაზეთებში. გახლვთ შვიდი ლექსების კრებულის და ერთი რომანის ,,მოსახვევი „ ავტორი. 1991 წლიდან არის ჟურნალისტთა ეროვნული ფედერაციის წევრი, მისი ფსევდონიმია მზია პირველი. გახლავთ ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი. ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი 9 აპრილის დ აფხაზეთის ომების მონაწილე. გახლავთ სამოქალაქო ეროვნული მოძრაობის წევრი. მისი მოღვაწეობა ჟურნალისტიკაში და 45 წელს ითვლის. ლანდა მასხულია ასევე გახლავთ სამოდელო სააგენტო გოლდენ ბრენდის სილამაზის ეროვნული კონკურსების ,,ბოდიარტ ჯორჯიას“ და ,,მის და მისტერ გოლდენ ბრენდის“ და ,, მისტერ ვალენტინი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი. გახლავთ რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იურისპრუდენციაში. იგი კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
ლანდა მასხულიას მიღებული აქვს პროფესიული ჯიდოები, დიპლომები და მადლობის სიგელები.