რისთვის მიიღებს ქრისტინე ჯავახია ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს

რისთვის მიიღებს ქრისტინე ჯავახია ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა წლებში აღნიშნული ტიტული მიღებული აქვთ ნანი ბრეგაძეს, ლეილა აბაშიძეს, თამარ სხირტლაძეს, გიული ჩოხელს, ირმა სოხაძეს, გიორგი უშიკიშვილს, მარიკა კვალიაშვილსდა სხვებს. წელს პერსონა 2020 ის ტიტულს ხელოვანი ქრისტინე ჯავახიაც მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაციას  პერსონას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საქართველს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ქრისტინე ჯავახიას ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის.
ქრისტინე ჯავახია, საქართველს ქორეოგრფთა კავშირის წევრი, ფოკლორული ანსაბლი მთიების სოლისტი, საერთაშორისო ფოლკლრული ფესტივალი ,,გამა 2014“ – ის გამარჯვებული, პოეტი, ერთი ლექსების კრებულის ავტორი. მიწვევით მუშაობდა ახლციხისა და წალკის რაიონებში კორეოგრაფად და ვოკალის პედაგოგად.
გახლავთ მასობრივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი , ჩატარებული აქვს რეგიონებში ფოლკლორული ღონისძიებები.
დამთავრებული აქვს სოხუმის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მუშაობდა გაზეთებში ეგრისი და მრწამსი.
მუშაობდა წალენჯიხის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფად, წალენჯიხის პირველ სკლაში, ქორეოგრაფად 2 – ე და 5 -ე ბაღებში მუსიკის პედაგოგად. დამთავრებული აქვს რეზო ჭანიშვილის ქორეოგრაფიული სტუდია, მუსიკალური შვიდწლედი.

CATEGORIES
TAGS
Share This