,,თითოეულ ნაბიჯზე ჩვენი ცხოვრების გაკვეთილს ვსწავლობთ” –  ნინო რუხაძე ,,პერსონა 2020″ – ის  ტიტულს მიიღებს

,,თითოეულ ნაბიჯზე ჩვენი ცხოვრების გაკვეთილს ვსწავლობთ” – ნინო რუხაძე ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმტებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა, ასე ქვია პროექტს, რომელიც 2013 წლიდან იმართება და სფეროს განითარებისა და ხელშეყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 – წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. პროექტის ორგანიზატორებს გამჭირვალეობის პრინციპიდან და ობიექტურობიდან გამომდინარე შექმნლი აქვს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 21 – სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანისგან შედგება და სწორედ ამ ადამიანების მონაწილეობით ხდება ტიტულის მინიჭება.
განათლება ჩვენი ქყვეყნის ერთერთი პრიორიტეტია , ხოლო ტიტული ,,პერსონა განათლების განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის“ პროექტის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ტიტული.
სწორედ ამ ტიტულს მიიღებს ილიაუნის ლექტორი ნინო რუხაძე, რომელსაც realinfo.ge – მ რამოდენიმე კითხვა დაუსვა.
ყოფილი მოდელი ბრძანდებით გაიხსენეთ ის პერიოდი? რატომ არ გაყევით ამ საქმიანობას?
ალბათ ისეთ რამეს ვიტყვი, ბევრს გააოცებს, თუმცა ჩემს თავს ყოველთვის აკადემიურ სივრცეში მოვიაზრებდი. საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს სწორედ ის ხიბლი, რასაც არაფერი შეედრება, სადაც ასაკი , რომელსაც გამოცდილებასთან ერთად სიბრძნეც მოაქვს, კარიერულად აქტივში გვეწერება და არა პასივში. აუდიტორია არის ის ავანტ-სცენა, სადაც უნდა ეცადო იყო შეუცვლელი და ორიგინალური. საუკეთესო პოდიუმია, მერწმუნეთ.
ინგლისური ენის ფილოლოგი ბრძანდებით , ხართ ლექტორი მოგვიყევით რამდენადა მონდომებული თაობა მოდის ვისაც სურს ენნების ესწავლა?
ილიას უნივერსიტეტში ანგლისტიკა-ინგლისური ფილოლოგია არჩევითი საგანია. აქედან გამომდინარე, კურსს მოტივირებული სტუდენტები ირჩევენ. მე საერთოდ ძალიან გამიმართლა-ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული იყვნენ ჩემი სტუდენტები- თითუეული მათგანი რაღაცით განუმეორებელია და უნიკალური-სამყაროს სამშვენისები- ასე მოვიხსენიებ მათ. საბედნიეროდ, სოციალური ქსელები იძლევა იმის საშუალებას, რომ მუდმივ შემხებლობაში ვიყო მათთან და თვალს ვადევნებდე მათ კარიერულ წინსვლას. უმეტესობა მათგანი წარმატებული და შემდგარი ადამიანია და ეს უზომოდ მახარებს. და კიდევ ერთი რამ-მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. კიდევ ერთს დავამატებდი, ჩვენი დისციპლინა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენ პანდემიამაც ვერ გაგვაჩერა, ასე, რომ ვინც ანგლისტიკა აირჩია სპეციალობად, პერსპექტიული არჩევანი გააკეთა.
რამდენად რთული ენაა ინგლისური?
ინგლისური საოცრებაა, მე პოლიგლოტობას ნამდვილად ვერ დავიჩემებ, თუმცა მგონია, რომ ასეთი პოლისემანტურურობა, რომელიც ინგლისურს ახასიათებს, იშვიათია მსოფლიო ლინგვისტიკაში. ამ ენას უფრო მეტად უნდა გრძნობდე, ვიდრე ფლობდე…. ჩვენ კი, პედაგოგებმა ის კარიც უნდა გავაღოთ, რომელიც მარტო შიგნიდან იღება.
რომანის ავტორი ხართ , რომელიც ინგლისურ ენაზე დაწერეთ, მოგვიყევით ამ წიგნზე…
წერა ყიველთვის მიყვარდა და გამომდიოდა, თუმცა არასოდეს მიფიქრია ამაზე სერიოზულად. მაგრამ ცხოვრებაში რაღაცეები ყოველთვის პირველად ხდება. ეს რომანი ქართულ ენაზეა , უბრალოდ, ინგლისურად ვთარგმნე და საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსისთვის გავამზადე. ერთ თვეში დავწერე. საერთოდ, ყველაფრის კეთება სწრაფად მიყვარს, და დაწერილს რევიზიას იშვიათად ვაკეთებ.
როგორი გრძნობა, როცა საზოგადოება ღქვენს პროფესიულ წარმატებას აღიარებს და ტიტულს განიჭებთ?
მადლიერების…. მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ცხოვრების მანძილზე გადავეკვეთე . თითოეულ ნაბიჯზე ჩვენი ცხოვრების გაკვეთილს ვსწავლობთ და ეს გამოცდილება გვაქცევს იმად, რასაც დღეს წარმოვადგენთ

CATEGORIES
TAGS
Share This