ჯანმოს გსნცხადებით დექსამეტაზონი კოვიდ 19 სამკურნალო პრეპარატებს შორის ყველაზე შედეგიანია

ჯანმოს გსნცხადებით დექსამეტაზონი კოვიდ 19 სამკურნალო პრეპარატებს შორის ყველაზე შედეგიანია

ჯანმოში კორონავირუსის დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ კვლევას „სამეცნიერო გარღვევა“ უწოდეს

ტედროს ადანომ გებრეისუსი

ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბრიტანულ კვლევას კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ სამეცნიერო გარღვევად მიიჩნევს. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება გვაჩვენა COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. ეს მშვენიერი ამბავია. მე ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“, – ნათქვამია ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, დექსამეტაზონმა ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა, ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

დექსამეტაზონი სტეროიდული პრეპარატია, რომელსც 1960-იანი წლებიდან ანთებითი პროცესების ჩასახშობადა და კიბოს რამდენიმე სახეობის მკურნალობისთვის იყენებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

CATEGORIES
TAGS
Share This