,,შვიდი მიუზიკლი გვაქვს ქართულად დადგმული ამერიკაში “ – თენგიზ შაუთიძე ,,პერსონა 2020 “- ის ტიტულს მიიღებს

,,შვიდი მიუზიკლი გვაქვს ქართულად დადგმული ამერიკაში “ – თენგიზ შაუთიძე ,,პერსონა 2020 “- ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებლი ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. სხვადასხვა წლებში პერსონას ტიტული მინიჭებული აქვთ ისეთ ადამიანებს როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე, მარიკა კვალიაშვილი, გიული ჩოხელი, თამარ სხირტლაძე, ირმა სოხაძე და სხვები.
პროექტის ფარგლებში ასევე ქართველი ემიგრანტები ჯილდოევდებიან, რომლებმაც წარმატებას ქრთული საქმის კეთებით მიაღწიეს უცხოეთში. გასულ წლებში ემიგრაციაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ კომპოზიტორი ანა მოლაშვილი, იგი იტალიაში ცხოვრობს. კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი და არტ ფსიქოლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე პეტერბუგიდან, შეფმზარეული ლევან დუმბოვსკი პოლონეთიდან და კიდევ სხვა ადამიანები.
პერსონა 2020 -ის ტიტულს ემიგრაციაში მიღწეული წარმატებისთვის და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მუსიკოსი თენგიზ შაუთიძე მიიღებს, ის დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას რეალინფომ რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

.ბატონო თენგიზ , რატომ გაემგზავრეთ ამერიკაში არ დაგწყდათ საქართველოს დატოვებაზე გული?

. ამერიკაში გამგზავრებას წინ ბევრი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზი უძღოდა. ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი,რა რეაქცია მოჰყვებოდა ჩემს ნაბიჯს ოჯახის წევრებისგან. არ მინდოდა ვინმეს გული სტკენოდა და დიდი ემოციის ქვეშ ვიყავი, ამიტომ გამგზავრებისას გულის დაწვეტა არც მიგრძვნია, დროც არ მქონდა ჩემს სამშობლოზე მეფიქრა. მაგრამ დავდგი თუ არა ნიუიორკის მიწაზე ფეხი ,იმ დღიდან მონატრება მკლავდა. მონატრება, რომელიც ყველა ემიგრანტის ხვედრია.

როგორც ცნობილია პირველად ამერიკაში თქვენი პროფესიით ვერ დიწყეთ მუშაობა როგორი ასატანი იყო დროებით თავი დაგენებებინათ პროფესიისთვის?

პირველი წელი ურთულესი იყო.ჩემს სპეციალობაზე ფიქრის დროც არ მქონდა. სადღაც უნდა მენახა სამუშაო , რომელიც ფინანსურად არსებობის საშუალებას მომცემდა.
გამოჩნდნენ კარგი ადამიანები, რომლებსაც უკვე გადატანილი ჰქონდათ თავის თავზე ეს საშინელი პერიოდი და ძმებივით დამიდგნენ გვერდში. ერთ წელიწადში ავითვისე მშენებლის პროფესია და დღემდე ვმუშაობ ფიზიკურად ამ სპეციალობით.ამჟამად ვარ მსხვილი სამშენებლო კომპანიის მენეჯერი ელექტროობის განხრით.
.როგორ დაიწყეთ ამერიკაში კულტურული მოღვაწეობა?

2000 წლის ნოემბრის თვე იყო, როდესაც დამირეკეს და შემომთავაზეს დავხმარებოდი ახლად გახსნილ ქართულ სკოლას. ” გრაალი” ერქვა ამ სკოლას და მხოლოდ ხუთი ქართველი ბავშვი იყო მისი კონტიგენტი.
ბავშვებისთვის, რომლებსაც არც კი უნახავთ საქართველო,ამერიკაში იზრდებოდნენ და ყველაფერს ინგლისურად სწავლობდნენ, ქართული სიმღერა უნდა მესწავლებინა.
პირველად მაშინ შევეჯახე ძალიან დიდ სირთულეს, მაშინ გამოჩდა ნათლად რომ , ის პედაგოგიური გამოცდილება, რომელიც საქართველოში მქონდა , არაფრით არ გამომადგებოდა. უნდა ვყოფილიყავი არა მუსიკის მასწავლებელი არამედ ამღმზრდელი იმ თაობისა, რომელსაც ემიგრანტის შვილი ჰქვია. საშინლად დავიბენი და ერთი პერიოდი ვიფიქრე, ხომ არ დამენებებინა თავი ამ ყველაფრისთვის , მაგრამ თავში სულ ეს კითხვა მიტრიალებდა, – მე თუ არა აბა ვინ? . მე ხომ ოცწლიანი გამოცდილება მქონდა ბავშვებთან მუშაობის და კარგად ვიცოდი ქართველი ბავშვის ფსიქიკა?
სამსახურის შემდეგ ჩემს მოსწავლეებთან ვმუშაობდი,რთული იყო,მაგრამ მონდომებამ და თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე თვეში 4-5წლის ქართველი ბავშვები უკვე სცენაზე მღეროდნენ ჩემგან ნასწავლ ქართულ სიმღერებს.
ქართული სკოლა ” გრაალი” მალევე დაიხურა უსახსრობის გამო და ჩემს მოსწავლეებთან ერთად მე გარეთ დავრჩი.
იმ დროისვის ნიუიორკში უკვე იყო ქართული სახლი ” DANCING CRANE”, რომელსაც სათავეში ედგა და დღესაც უდგას , ამერიკელი კაცი, ვიქტორ სირელსონი. ადამიანი რომელიც სადღაც მოგზაურობის ჟამს,1964 წელს მატარებელში ეზიარა ქართულ სიმღერას და მის შემდეგ მისი საქმიანობა ძირითადად ქართული კულტურის პოპულარიზაციაზეა აგებული.
არ შემიძლია არ დავწერო ორი სიტყვა ამ ბუმბერაზ პიროვნებაზე.
მან შექმნა პირველი ქართული ცეკვის ანსამბლი, სადაც ამერიკელები ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას სწავლობდნენ.მისმა ქართველმა მეუღლემ,რეჟისორმა,ქალბ.ლიკა ბახტურიძემ, ჩემი მოსწავლეებიანად ქართული კულტურის სახლში გადასვლა შემომთავაზა,სადაც დღემდე ვმოღვაწეობ.

როგორც ცნობილია მუსიკალურ თეატრს ხელმძღვანელობთ, ასევე სტუდიასმოგვიყევით მანდაურ წარმატებებზე…

2013 წელს უკვე ნათლად გამოჩნდა ის ძალა რომელიც საშუალებას მოგვცემდა შეგვექმნა ქართული საბავშვო თეატრი. როგორია 22 ქართველი ბავშვი , რომლებიც აქცენტით ლაპარაკობდნენ ქართულად, ( ზოგმა არც იცოდა ქართული) დააყენო სცენაზე და ქართული მონოლოგი ასწავლო, წარმოუდგენელია ხომ?
ზუსტად ამ ურთულეს საქმეს ჩაუდგა სათავეში ქალბატონი ლიკა ბახტურიძე და შემომთავაზა მუსიკალური დირექტორის თანამდებობა.
რთული გზა გამოვიარეთ, შვიდი მიუზიკლი გვაქვს ერთად დადგმული, უამრავი ჯილდოთ ვამაყობთ. საამაყო კი ნამდვილად გვაქვს, როდესაც ჩვენ გაზრდილ უნიჭიერეს ახალგაზრდებს ვუყურებთ. დღეს ყველა მათგანი ლაპარაკობს, წერს და კითხულობს ქართულად.

ქართული ამერიკული ბიზნესიც დაიწყეთ რას ემსახურება ეს საქმე?

ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია ბიზნესზე, მაგრამ ერთმა მომენტმა გადამაწყვეტინა ამ ურთულესი საქმისთვის ხელი მომეკიდა:
ხშირად მიწევდა დისკუსია აქ გაზრდილ ახალგაზრდებთან, როდესაც ლაპარაკი
ჩამოვარდებოდა საქართველოში ბიზნესის თაობაზე, – ყველას პასუხი იყო, იქ რა უნდა გავაკეთოთ? ….
ამ ძალიან ძნელ და აქტუალურ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩემი აზრით, მოქმედება იყო საჭირო. გადავწყვიტე მეფიქრა ბიზნესზე. მაშინ მქონდა შემოთავაზება ბატონ თემურ ლომიძესგან, ისეთ ძვირფას პროდუქტზე, როგორიცაა სახედრის რძე. შევისწავლე პროდუქტი, ჩამოვყალიბდით, რომ დაგვემზდებინა ხელნაკეთი კოსმეტიკური საპონი და საცდელად შემოგვეტანა ამერიკაში. პროდუქცია ყველას მოეწონა, რამაც ბიზნესის გაფართოვებაზე ფიქრის სტიმული მოგვცა. საქართველოში ამ უნიკალური ცხოველის მოშენება გადავწყვიტეთ,რასაც მიწების იჯარით აღება და ბიზნესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სჭირდება.
დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა დამეხმარება და მომცემს საშუალებას, ვუპასუხო ჩემი “შვილების” დასმულ კითხვას -რა უნდა ვაკეთოთ საქართველოში?

CATEGORIES
TAGS
Share This