,,იტლიელებს და ქართველებს ბევრი მსგავსება გვაქვს“ – კომპოზიტორი ანა მოლაშვილი

,,იტლიელებს და ქართველებს ბევრი მსგავსება გვაქვს“ – კომპოზიტორი ანა მოლაშვილი

კომოზიტორი ანა მოლაშვილი ბევრი ათწლეულია რაც იტალიაში წარმატებით მოღვაწეობს, მის მიერ შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს ხშირად ასრულებენ იტალიური ორკსტრები და გუნდები. იგი გახლავთ არა ერთი იტალიური კლასიკური მუსიკალური ფესტივალის მონაწლე და ლაურეატი. ანა მოლაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და იტალიაში კლასიკური მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს მასტერკლასებს უტარებს.
2018 წელს ანა მოლაშვილმა საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ერსონას ტიტული ემიგრაციაში მიღწეული წარმატებებისთვის მიიღო, ხოლო 2019 წლიდან იგი გახლათ ამავე პროექტის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
ანი კომპოზიტორი ხართ, ქმნით კლასიკურ ნაწარმოებებს რა არის თქვენი მუზა?
მუზა ჩემ შინაგანში არსებული ემოციები და განცდებია, რომლებიც ქმნიან ჩემი შუამდგომლობით ამა თუ იმ მუსიკალურ ნაწარმოებებს.
იტალიაში მოღვაწეობთ, რა პარალერებს გაავლებდით იტალიურ და ქართულ კლასიკურ მისიკას შორის?
ისევე როგორც იტალიელებს და ქართველებს ვიზუალუად ბევრი მსგავსება გვაქვს, ასევე შემიძლია ვთქვა მუსიკაშიც ბევრი საერთო გვაქვს იმდენა ბევრი, რომ გამორჩევა გამიჭირდება. თუმცა როგორც ყოველთვის არის ერებს შორის განსხვავება. მინდა გითხრათ, რომ როგორც ქართველები იტალიელებიც არა ნაკლებ მუსიკალურად გემოვნებიანი ხალხია.
რთულია ემიგრაციაში ყოფნა წარმატებული კარიერის მიუხედავად?
მიუხედავად ჩემი აქაური დატვირთული მოღვაწეობის, სამშობლოს ნოსტალგია მაინც მუდმივად მაქვს, ჩემს თითოულ ნაწარმობში დევს სამშობლოს ნოსტალგია. სირთულეს მხოლოდ სამშობლოსა და ახლობელი ადამიანების მონატრება განსაზრვრავს.
ხომ არ აპირებთ საქართველოში თქვენ შემოქმედებით საღამოს?
გეგმები მაქვს, ვმუშაობ ახალ ნაწარმოებებზე, აქ იტალიაში სხვადასხვა ორკესტრები და გუნდები ხშირად ასრულებენ ჩემ ნაწარმოებს, გპირდებით საქართველოშიც მექნება საღამო და ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ.
როგორც ვიცით თქვენი დაც ხელოვანია მოგვიყევით მასზეც…
დიახ, ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მასში უდიდესი სიყვარული იგრძნობოდა ხელოვნების მიმართ. გატაცებული იყო მხატვრობით, ტანსაცმლის დიზაინით და პოეტური შთაგონებით. მის მიერ შექმნილი ტანისამოსი უამრავ წარმატებულ ქალბატონს და ბატონს ამშვენებს, რაც შეეხება მის ლექსებს ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიბეჭდა პირველად გაზეთში. მის მიერ შექმნილ ლექსებს ხშირად კითხულობს მახიობი იოანე ქართველი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, თუმცა გეტყვით, რომ ეს უკავშირდება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა ქართველს და აქედან მოვეფერო ჩემ სამშობლოს.

CATEGORIES
TAGS
Share This