ვაკო ყორღანაშვილმა ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები აიღო
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მხოლოდ რამდენიმე აბიტურიენტმა მიიღო თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული გამოცდები წელს 12 660 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოდის, რომ უმაღლესი ქულა მხოლოდ 0.09 პროცენტს აქვს მიღებული. უმაღლესი ქულის აღება კი მხოლოდ რამდენიმე მათგანმა შეძლო.ერთ-ერთი პირველ ხუთეულში შემავალი აბიტურიენტი საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებაში შემავალი ვაკო ყორღანაშვილია,მან ისტორიაში,ქართულსა და ინგლისურში უმაღლესი ქულები მიიღო და როგორც იგი აღნიშნავს 100% გრანტს ელოდება.
იგი ამბობს,რომ ერთ-ერთი რთული ვარიანტები მოუწია,თუმცა მარტივად გაუმკლავდა და დასახულ მიზანს მიაღწია.
შეგახსენებთ,რომ აბიტურიენტთა უმეტეს ნაწილს გამოცდების ბარიერის გადალახვა გაუჭირდა და ახლა სკალირებულ ქულებს ელოდებიან.
CATEGORIES განათლება
TAGS ვაკო ყორღანაშვილი