სენსაცია! წნევის წამალი კიბოს სამკურნალოდ – ახალი აღმოჩენა ონკოლოგიურ მედიცინაში
როზუელ-პარკის ონკოლოგიურ ცენტრში კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობის გაზრდის საშუალება აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს პროპრანოლოლზე – სამკურნალო საშუალება, რომელიც ფართოდ გამოიყენება არტერიული წნევის კონტროლისთვის. აღმოჩნდა, რომ კიბოს იმუნოთერპიაზე პაციენტების რეაქციის გასაუმჯობესებლად, პროპრანოლოლი უსაფთრთხო აღმოჩნდა პემბროლიზუმაბომთან კომბინაციაში (იმუნოთერაპიის საშუალება, რომელიც ხშირად გამოიყენება პირველად დიაგნოსტირებული პროგრესირებადი ან მეტასტაზირებული მელანომის დროს).
ცნობილია, რომ სტრესს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორ მოქმედებს სტრესი კიბოზე, უფრო ზუსტად კი ამ დაავადების დროს განვითარებულ იმუნურ პასუხზე. მეტასტაზირებული მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ჩატარდა კლინიკური კვლევა. პაციენტები იღებდნენ პროპრანოლოლის მზარდ დოზებს, რომელიც ბლოკავს სტრესის ჰორმონების უჯრედებთან ურთიერთქმედებას.
ასევე პარალელურად შეჰყავდათ ანტი-PD-1 (პემბროლიზუმაბი) საკონტროლო წერტილის ინჰიბიტორი. ამ წამლების კომბინაციას არ შეუქმნია პრობლემა და უფრო მძლავრი იყო კიბოს საწინააღმდეგო პასუხი სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით.
CATEGORIES მედიცინა