დიზაინერი შორენა კავაზაშვილი პერსონა 2020 -ის ტიტულს მიიღებს

დიზაინერი შორენა კავაზაშვილი პერსონა 2020 -ის ტიტულს მიიღებს

წელს უკვე მეშვიდედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 გაიმართება . სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პერსონა 2020 – ის ტიტული ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს მიენიჭება, რომლებსაც პრტოექტის 21 კაციანი ბორდი კენჭის ყრის მეშვეობით გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში აღნიშნული ტიტული მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს როგორებიც არიან, ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, თამრ სხირტლაძე, თემურ წიკლაური, მანანა თოდაძე, გიორგი უშიკიშვილი, ირმა სოხაძე, მარიკა კვალიაშვილი და სხვები.  წელს პერსონა 2020 – ის ტიტულს ხელოვნებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის გურული ქალბატონი, დიზაინერი შორენა კავაზაშვილიც მიიღებს. მისი საქმიანობა შემოქმედებით ასპარეზე მოიცავს აქსესურების ,  ბავშვთა ტანსაცმლის, სამკაულების და ინტერიერის დიზაინს.   შორენა კავაზაშვილი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გსმოფენებსა და სხვა ღონისძიებებში.

CATEGORIES
TAGS
Share This