დღეს საქართველოში კოვიდის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 643 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა
ფოტო: Shutterstock.com
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 247 915 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 234 636, გარდაიცვალა 2 958 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 659. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 649 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით