როგორი იქნება მოდელირებული პარლამენტი და ვინ იქნებიან მისი წევრები – იურისტი ზვია გეთიას ახალი პროექტი
ზვიად გეთია ახალგაზრდა მოტივირებული და უკვე წარმატებული იურისტია, მისი სამუშაო გამოცდილება იურისპრუდენციაში საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი გახლავთ. 2020 წელს ზვიად გეთიამ იურიდიული კომპანია გეთო პროჯექთი ჩამოაყალიბა, რომელშიც პროფესიონალი ადამიანები გააერთიანა. დღეს კომპანია იურიდიულ მომსახურეობასთან ერთად საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. კომპანიამ ამ პერიოდში უკვე მომამზადა და გადაამზადა ათობით სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, იურისტი და ადვოკატი. ასევე იურიდიული მომსახურეობა გაუწია სხვადასხვა პროფილის კომპანიებს.
რეალინფომ ბატონ ზვიად გეთიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო ზვიად მოდი შევახსენოთ საზოგადოებას რა სერვის სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებელს?
ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ საადვოკატო მომსახურებას, ასევე ტრენინგ კურსებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. ჩევენი გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადვოკატებით და ასევე სამართლის სტუდენტებით, რომლებიც სტაჟირებას გადიან ჩვენს კომპანიაში.
ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები?
ამ ეტაპზე გვაქვს ცვლილებები და ვგეგმავთ ახალი კადრების აყვანას. დროებით კონკურსი შეჩერებულია, მაგრამ ამ ეტაპზე გვყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ჭანტურია, სისხლის სამართლის ადვოკატი ნინო ლომინაძე, დირექტორის მოადგილე შოთა იასაშვილი, საგანმანათლებლო პროექტებს კურირებს საბა ბასილაძე, (რომელიც აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებებს).
უმცროსი იურისტი გიორგი ლომიძე, სიახლის სამართლის მიმართულებით პროექტების კოორდინატორი ნინი თაბუკაშვილი და სხვ. მოგახსენებთ რომ მე პირადად გარკვეული დროით მივემგზავრები გერმანიაში და კომპანიას უხელმძღვანელებს ეს გუნდი რომლებიც ამ დრომდე ერთად ქმნიან ახალ სერვისებს.
ცნობილია რომ აუთსორ მომსახურეობას უწევთ კომპანიებს , რამდენად პოპულარული გახდა სს მომსახურეობა საქართველოში?
აუთსორს მომსახურებას იყენებს ბევრი კომპანია და ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან უკვე რამოდენიმე თვეა. ძირითადად საამრთლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება უცხოურ კომპანიებთან სამართლის ჭრილში.
აქვე საინტერესოა რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში საქორწინო კონტრაქტები?
ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს დ ა იყენებს აღნიშნულ სერვისს, გაგიკვირდებათ და არიან ცნობილი სახეებიც. ძალიან ხშირია, ახლაც ვმუშაობთ რამოდენიმე საქორწინო კონტრაქტზე.
სტუდენტებთან ურთიერთობა რას გაძლევთ, როგორი თაობაა დღეს?
სტუდენტები ჩვენთვის მთავრი ძალაა. მომავალი თაობა ძალიან პერსპექტიული და მოტივირებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც ისწრაფვიან განათლებისკენ და თვითგანვითარებისკენ. ისინი თავს არ ზოგავენ, რომ მიიღონ პრაქტიკული ცოდნაც, რაც მოგეხსენებად, რამდენად რთულია დღევანდელი პანდემიისა და რეგულაციების პირობებში. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ სეგმენტში ჩვენთვის ნაკლებ საყურადღებოა გამოცდილება. ვაძლევთ შანსს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას სტაჟის გარეშე, რომ ჩაერთონ გეთო ფროჯექთის მხრიდან შეთავაზებულ ყოველ სტაჟირებასა თუ საგანმანათლებლო პროექტში/წამოწყებაში და ჩვენ თვითონ შევასწავლოთ საქმიანობა. გვყავს პირველი კურსის სტუდენტებიც სტაჟირებაზე რაც იშვიათობაა საქართველოში. ერთი სიტყვით სტუდენტებთან ურთიერთობა არის ძალა და მოტივაცია გადავდგათ დიდი ნაბიჯები მომავლისკენ და სტუდენტებთან ერთად მივაღწიოთ იმ მიზნებს რა მიზანიც თავად მათ აქვთ დასახული. მათში ჩანს უზარმაზარი პოტენციალი, აზრის თავისუფლება კრიტიკული ანალიზის უნარი, ინოვატორული ხედვები და რაც მთავარია მოურიდებელი ჟინი წარმატებისა. ვფიქრობ, ისინი შეცვლიან საქართველოს უკეთესოვისკენ. მათში ნამდვილად იგრძნობა ამის სურვილი.
ბევრი საინტერესო კონკურსი განახორციელეთ იურიდიული მიმართულებით, საინტერესოა რას გეგმავთ სექტემბრიდან, რა ახალ პროექტებს შესთავაზებთ საზოგადოებას?
დიახ სექტემბრიდან ძალიან ბევრი პროექტი იგეგმება. მაგალითად, სტუდენტების მიერ ჩატარებული სალექციო ციკლი უამრავ პროფესიულ თუ ზოგად სოციალურ თემატიკაზე. პროექტის მიზანია ის კომპლექსები, რაც რაღაც ეტაპზე, რაღაც დოზით აქვთ ახალგაზრდებს, დაძლიონ. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ჩაატარონ ჩვენი ფეიჯის საშუალებით Live რეჟიმში საჯარო ლექციები , პრეზენტაციები, და უპასუხონ მსმენელებისაგან დასმულ კითხვებს. ეს იქნება პლატფორმა, საიდანაც სტუდენტები შეძლებენ თავიანთი აზრის დაფიქსირებას. ამას მიეცემა ჩელენჯის სახე და ჩვენვე უზრუნველვყოფთ ახლო მომავალში მოხალისეთა შეხვედრის დაორგანიზებას უკვე პროფესიონალი ტრენერების თანდასწრებით დებატების თუ სხვადასხვა ინტელექტუალური ხასიათის აქტივობის ფორმატში. მონაწილე პირები მიიღებენ კომპანიისგან სერტიფიკატს. გარდა ამისა იგეგმება მოდელირებები (საქართველოს მომავლის პარლამენტი), ისტორიული პროექტი, რომელსაც სტრატეგიული თამაშის სახე მიეცემა და მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის ბანაკებად დანაწილებულნი შეძლებენ თავიანთი ეკონომიკური, პოლიტიკური, სტრატეგიული თუ დიპლომატიური ნიჭის გამოვლენით თამაშის მოგებას. ამაზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ დროისთვის კი მხოლოდ კარს ვუღებთ ყველა მონდომებულ სტუდენტს, რომელბიც მოგვიანებით ამ პროექტების უშუალო მონაწილენი გახდებიან.
დიდი მადლობა რეალინფოს, რომ დაინტერესდა ჩვენი საქმიანობით, გისურვებთ წარმატებებს.