ნახევარ საუკუნოვანი ისტორია კოსმეტოლოგიურ საქმიანობაᲨი და ხარისხი რომელსაც ყველა ენდობა- ია გუგუნავა და მზია ავალიანი ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებენ

ნახევარ საუკუნოვანი ისტორია კოსმეტოლოგიურ საქმიანობაᲨი და ხარისხი რომელსაც ყველა ენდობა- ია გუგუნავა და მზია ავალიანი ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებენ

წელს უკვე მერვედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია “პერსონა 2021” გაიმართება. პროექტის 15- კაციანი ბორდი ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პერსონას ტიტულს მიანიჭებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტიტული გასულ წლებში მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან: თამარ ივერი, ნანი ბრეგვაძე, მარიკა კვალიაშვილი, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, ირმა სოხაძე, მანანა თოდაძე და სხვ. წელს “პერსონას” საზეიმო წვეულებას 23 ივნისს თბილისის ზღვის ტერასა “ფიბონაჩი” უმასპინძლებს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წლის ბოლოს კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” გაიმართება. ესთეტიკური მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “პერსონა 2021- ის” ტიტულს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “ჟადორის” დამფუძნებელი ქალბატონები მზია ავალიანი და ია გუგნავა მიიღებენ. გეტყვით, რომ მზია ავალიანის ავტორობით შემუშავებული კოსმეტოლოგიური და სამკურნალო პროცედურების ხაზს 50- წლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. საავტორო კოსმეტოლოგიური პროდუქციით კი შემდეგ დაავადებებს მკურნალობენ: აკნე, სტაფილოკოკი, დერმატიტი, პიგმენტური ლაქები, ნაოჭები და სხვ. ესთეტიკურ ცენტრ ,,ჟადორში“ ასევე მოქმედებს მაღალტექნოლოგიური კოსმეტოლოგიური კაბინეტი , რომელშიც ,,ჟადორის“ საავტორო პროდუქციის დახმარებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის მოდელირება, ნაოჭების გასწორება, ინექციური პროცედურები, ფილერი და ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, პილინგი, მეზოთერაპია, და სხვ. აქვე შეგიძლიათ გაიკეთოთ პერმანენტული მაკიაჟი პროფესიონალ სპეციალისტთან ერთად. აღსანიშნავია ის, რომ ცენტრში ვიზიტი მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერით, ვინაიდან უამრავი პაციენტი სტუმრობს მათ. ჩვენ რამდენიმე პაციენტის მოსაზრებაც მოვისმინეთ ცენტრის შესახებ და ისინი დიდი კმაყოფილებას გამოხატავენ მზია ავალიანსა და ია გუგუნავას მიმართ.

ნინო.ჯ: ქალბატონ მზიას აკნეს პრობლემის გამო მივაკითხე, მანამდე უშედეგოდ ვებრძოდი ამ დაავადებას. ,,ჟადორში” ვიზიტის შემდეგ მეორე პროცედურაშივე დავინახე სასურველი შედეგი, რამაც დამაიმედა და მკურნალობის კურსი მზია ავალიანის საავტორო მალამოებით განვაგრძე. ახლა, როგორც ხედავთ, სრულად გამიქრა აკნე და მხოლოდ ბოლო პროცედურაზე ვარ მოსული. დიდი სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას ია გუგუნავას ესთეტიკურ ცენტრ “ჟადორს”.

თამარ. შ: განვიცდიდი სახის ოვალის დეფორმირებას. როცა შევიტყვე, რომ არსებობდა ასეთი ცენტრი, სადაც საავტორო მალამოებითა და თანამედროვე კოსმეტოლოგიური აპარატურით შესაძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, ჩავეწერე პროცედურაზე და ქალბატონ ია გუგუნავასა და “ჟადორის” საავტორო მალამოების დახმარებით შევძელი პრობლემის მოგვარება. გეტყვით, რომ ულთერაპიის მაღალტექნოლოგიური აპარატით ქალბატონმა იამ ეს პრობლემა აბსოლუტურად მომიგვარა.

CATEGORIES
TAGS
Share This