,,სიყვარულიᲗ და მადლიერებიᲗ ვაგრᲫელებ გზას” – მანᲩო მელქაᲫე ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

,,სიყვარულიᲗ და მადლიერებიᲗ ვაგრᲫელებ გზას” – მანᲩო მელქაᲫე ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მერვედ გაიმარᲗება და ტრადიციულად სფეროს განვიᲗარებასა და ხელᲨეწყობისᲗვისᲩვენი ქვეყნის 50 წარმატებული ადამიანი პერსონას ტიტულს მიიᲦებს, რომელᲗა Შორის გახლავᲗ რუსეᲗᲨი მოᲦვაწე მანᲩო მელქაᲫე.

რეალინფომ ქალბატონ მანᲩო მელიქიᲫესᲗან ინტერვიუ Ჩაწერა.

როგორია ემიგრანტის ცხოვრება , Თქვენი ნოსტალგია საქარᲗველოზე…

რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა , როგორია ემიგრანტის ცხოვრება? ყველა ემიგრანტს თავისი ისტორია აქვს და ის მთავარი რაც ყველას აერთიანებს და ტკივა არის ( განშორება შვილებთან, ოჯახთან და ბრძოლა გადარჩენისთვის) ჩემი ისტორია განსხვავდება სხვა ემიგრანტებისგან თუმცა ყველა ეს გრძნობა ჩემთვის ნაცნობია , პირველად როცა 2012 წელს მიმიწვიეს დუბაიში როგორ მასაჟის სპეციალისტი და ჩავედი დუბაიში , პირველი რაც ვიგრძენი იყო შიში მიუხედავად იმისა რომ მარტო არ წავსულვარ ჩემთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გოგონა იყო. ნოსტალგია იმ მომენტში გეწყება როცა აეროპორტში ემშვიდოდები შენს ოჯახს, შვილის სევდიანი თვალები დღემდე მახსოვს!!! ჩემს შემთხვევაში ერთი დადებითი მხარე ისაა რომ უფრო გავძლიერდი და მიზანი დავისახე რომ შევდგებოდი , გავიზრდებოდი და ისე ვიცხოვრებდი რომ ჩემს შვილს და ოჯახს ეამაყათ ჩემით! პირველად ჩემი ოჯახი ვნახე 8 თვის შემდეგ ჩემი შვილის დაბადების დღეზე ჩავედი და ყოველ წელს ვცდილობდი რომ დღესასწაულებზე და მნიშვნელოვან თარიღებში ჩემს ოჯახთან ვყოფილიყავი. შემდგომ იყო თურქეთი 2013 და ყველაფერი გავაკეთე რომ ჩემი შვილი და დედა წამეყვანა,იქ ესწავლა ჩემს შვილს და ჩემთან ყოფილიყო. ურთულესი პერიოდი გავიარე ,რათქმაუნდა სხვა ქვეყანაში რომ ლეგალურად იცხოვრო ეს იყო ყველაზე მთავარი და დღემდე ესეა ამიტომ მე არ მიჭირდა ჩამოსვლა საქართველოში , ვცდილობდი ხშირად ჩამოვსულიყავი , ამიტომ ბევრი მუშაობა მიწევდა რომ ფინანსურად გავწვდომოდი ამ ყველაფერს . ( შესაბამისად ფულის შეგროვება რა არის მე არ ვიცი))) რასაც ვშოულობდი ვხარჯავდი რომ ცხოვრება არ შემეწყვიტა. 2016 ში კი მომიწვიეს მოსკოვში და აქ დაიწყო რთული მაგრამ საინტერესო ცხოვრება იმ თვალსაზრისით რომ დავიწყე სწავლა და ჩემი მიზნის რეალიზაცია!!! ერთი მინდა ავღნიშნო რომ დრო არ მეყოფა რომ ემიგრაციაზე ვისაუბრო ეს ერთი ცალკე აღებული მტკივნეული თემა და ისტორიაა.

 

მასაᲟის ხელოვნება , რამდენი სახეობის მასაᲟი არსებობს?

როგორც უკვე ავღნიშნე მასაჟი ჩემთვის ხელოვნებაა და როგორც ფორტეპიანოში არის 7 ნოტი მაგრამ სხვადასხვა მუსიკა და მელლდია არსებობს ასევეა ჩემთვის მასაჟი . მასაჟში არის მთავარი ინსტრუმენტი ანატომია ეს არის ის მთავარი 7 ნოტი , მაგრამ ყველა ადამინი ინდივიდუალური მელოდიაა და ყველასთან სხვადასხვა მიდგომა და ტექნიკაა საჭირო. ხშირად მაქვს შემთხვევა ადამიანი მოდის და არ იცის რა სურს, ან დღეს ეგრეთ წოდებული ანტიცელულიტური მასაჟი სურს)) მაგრამ ვერ ხვდება რომ მის სხეულს სულ სხვა რამე სჭირდება , ამიტომ ჩემი პირველი მოვალეობა არის სწორი დიაგნოსტიკა და სწორად მივაწოდო ადამიანს რა სჭირდება მის გონებას კი არა , არამედ მის სხეულს, ეს ესტეტურ მხარეს რაც შეეხება, მე მასაჟს სახელს არ ვარქმევ ეს უფრო ბიზნეს მხარეა ამ სფეროში. რეაბილიტაცია და გარკვეულ ტრავმებზე თუ ვსაუბრობს აქ მიდგომა იცვლება რათქმაუნდა!ადამიანი ძალიან საინტერესო ქმნილებაა სამყაროსგან, მას მხოლოდ ძვალი , კუნთი , ორგანოები და სისხლძარღვები არააქვს მას აქვს კიდე სული და ეს არის მთავარი მამოძრავებელი ენერგია. ეხლა ვარ სწავლის პროცესში საკმაოთ საინტერესო მიმართულების ამ სფეროში , სახელწოდებით (მიკრო კინეზიო თერაპია) და მალე დავეუფლები ამ სპეციალობას , ამიტომ ჩემი შეხედულება სრულიათ სხვა გვარია მასაჟზე , ესთეტიკაზე და ადამიანის სხეულზე.

სპეციალური ვარდიᲨების ხელოვნებასაც ფლობᲗ და პროფესიონალი მწვრᲗნელი ხარᲗ მოგვიყევიᲗ ამი
Შესახებ?

2016 წელს როცა ჩამოვედი მოსკოვში ქალბატონთან რომელმაც მომიწვია მან გამაცნო ამ ვარჯიშების მიმართულების შესახებ სახელწოდებით (Gyrotonic) და მითხრა შენ ეს უნდა ისწავლო მანანა)) ეს შენია )) და ესე აღვმოჩდი პეტერბურგში ) ეს უნიკალური მეთოდიკაა ვარჯიშების სადაც ადამიანი აღიქმება როგორც ერთიანი სხეული სადაც მთავარი საყრდენი ბოძი არის ხერხემალი . ეს კონცეფციაა რომელიც მიმართულია სისტემატიურ სტიმულაციაზე სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. “მოძრაობა” ეს არის სიცოცხლის მთავარი მამოძრავებელი და ამაზეა აგებული ეს სისტემა. მეთოდიკა გამოიყენება როგორც გამაჯანსაღებელი ასევე სარეაბილიტაციოთ, სხვადასხვა ტრავმების შემდგომ და ასევე მუშაობენ ისეთ დაავადებასთან როგორიცაა ცერებრული დამბლა. პეტერბურგში არის კლინიკები რომლებიც უშუალოდ ამ მიმართულები მუშაობენ მხოლოდ.

რუსეᲗᲨი ცხოვრობᲗ ამᲟამად საინტერესოა როგორი დამოკიდებულება აქვᲗ ამᲟამად ქარᲗველების მიმარᲗ…

რათქმაუნდა ამ კითხვას ველოდი ))) მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობისა და იმ ძალიან ცუდი დამოკიდებულებისა რაც ხდება ჩვენსა და რუსეთს შორის , არაერთხელ ამიღნიშნავს და მითქვამს ჩემს ფქ გვერდზეც და გამომითქვამს ჩემი აზრი, პოლიტიკა ეს ერთი მხარე და რეალობა როცა ხარ ქართველი და ცხოვრობ რუსეთში მეორე. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები დამეთანხმებით ალბათ, მე პირადად ჩემი ქართველობით აქ ხელი არასდროს შემშლია პირიქით როცა იგებენ რომ ქართველი ვარ უფრო მეტი პატივისცემით მეპყრობიან. მე მაინც ვფიქრომ რომ ადამიანზეა დამოკიდებული ყველაფერი როგორც წარადგენ თავს შენი საქციელით ისეც შეგაფასებენ, მე ყველა ქვეყანაში სადაც ვიყავი სულ იმაზე ვფიქრობდი რომ ვიყავი ჩემი ოჯახის და ქვეყვის სახე. მე ვცხოვრობ რუსეთში და შესაბამისად მეც პატივისცემით ვეპყრობი ყველას , მე ესეთი დამოკიდებულემა მაქვს ამ საკითხია მიმართ : თუკი შენ წახვედი რომელიმე ქვეყანაში სამუშაოდ და შენი შემოსავალის წყარო არის იქ , არ მოჭრა ის ტოტო რომელზეც ზიხარ. პატივისცემა ეს არის უპირველესი და უმთავრესი , რასაც გასცემ იმას მიიღებ. რათქმაუნდა ესეც ის თემაა რომელზე მოკლედ გამიჭირდება საუბარი , იმიტომ რომ ჩემთვის ეს მტკივნეული თემაა! კითხვა

რა არის მᲗავარი იყო პროფესიონალი…

მთავარი იმისთვის რომ იყო პროფესიონალი იმ პროფესიაში ან სფეროში რომელშიც მოღვაწეობ არის სიყვარული და შენი თავის რწმენა, თუ არ გიყვარს ის რასაც აკეთებ წინ ვერ წახვალ , თუ არ გჯერა შენი თავის , შიში მუდან უკან დაგხევს, და რათქმაუნდა შრომა და შრომის მოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა , ამ ჩამოთვლილიდან თუ რომელიმე გაწყდა ან დაკარგე ყველაფერი იკარგება. ასაკთან ერთან ყველაფერი იცვლება და შენივე შეცდომებზე როცა სწავლობ ოღონ იაზრებ რა იყო შეცდომა და რა არა, იზრდები , ზრდასთან ერთად იცვლები და ესე ერთ დღეს აღმოაჩენ რომ ის გზა რაც გამოარე და ყოველი დაცემის მერე როცა წამოდგები და ისევ თავდაჯერებულად უკან მოუხედავად სიყვარულით და მადლოერებით გააგრძელებ გზას აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ჩემი დევიზი ცხოვრებაში რამაც ბევრჯერ გადამარჩინა და წამომაყენა არის ოპტიმიზმი , პოზიტივი და იუმორი ამის გარეშე ცხოვრება მხოლოდ მუქ ფერებშია , მე კიდევ მიყვარს ფერადი სამყარო. მიყვარს ცხოვრება და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს ))) კითხვა.

მუსიკალური განაᲗლება გაქვᲗ, ხელოვანს არ გაგიᲭირდაᲗ პროფესიის არᲩევა…

მუსიკალური განათლება , ცეკვა , ხელოვნების მიმართ სიყვარულმა თვითონ მიმიყვანა ამ პროფესიამდე , ეს არ იყო ჩემი არჩევანი იმ მომენტში , დღემდე ვერ ვხვდები როგორ აღმოვჩდი ამ სფეროში ))) მაგრამ ვიცი რომ ეს ისაა რაც უნდა ვაკეთო , ყველა ადამიანს თავის მისსია აქვს შესასრულებელი და მინიჭებული უფლისგან , მთავარია იპოვო შენი თავი და მოახდინო რეალიზება. ყველა ჩემი ოცნება მიზნად დავისახე და მივყვები ამ გზას, ყველაფერის განხორციელება შეიძლება ვერც შევძლო და ვერც მოვასწრო მაგრამ ჩემს მაქსიმუმს აუხილებლად გავაკეთებ.

გეგმები საქარᲗველოსᲗან მიმარᲗებიᲗ

ყველაფერი რასაც ვსწავლობ და ვაკეთებ დღეს , რათქმაუნდა უკავშირდება სამომავლოდ საქართველოს , იმედი მაქვს რომ ერთ დღეს რაც მაქვს ჩაფიქრებული ყველაფერს განვახორცილებ საქართველოში, ადრე უფრო ვგეგმავდი ცხოვრებაში რაღაცეებს, მაგრამ მივხვდი რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და მომენტი , ამიტომ მშვიდად ვიზრდები და მივყვები დროს , რაც არ უნდა მოინდომო დროს ვერ გაუსწრებ. მთავარია დროს არ ჩამორჩე )) ჩემი მომავალი გეგმა რათქმაუნდა საქართველოა!! მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ შემამჩნიეთ და მომეცით საშვალება ჩემი თავი წარმომედგინა თქვენთვის, ყველას ვუსურვებ წარმატებას. საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას და რომ არცერთი ემიგრანტი არ ყავდეს ესე მოშორებული ოჯახებს , შვილებს და სამშობლოს. მალე ყველა ჩვენს ქვეყანაში დავბრუნებულიყავით.

 

CATEGORIES
TAGS
Share This