“თურქეთი ასადის ძალებს სირიის ნებისმიერ ტერიტორიაზე დაბომბავს” – ერდოღანი

“თურქეთი ასადის ძალებს სირიის ნებისმიერ ტერიტორიაზე დაბომბავს” – ერდოღანი

პრეზიდენტი ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ნებისმიერ ფასად დაახევინებს ასადის რეჟიმის შეიარაღებულ ძალებს თურქული არმიის სამხედრო-სამადკვირვებლო პოსტების მიღმა. ამის შესახებ წერს AL JAZEERA.

ანკარაში, ქვეყნის საკანომდებლო ორგანოში გამოსვლისას რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ თურქეთი მიიტანს იერიშს სირიის სამთავრობო ძალებზე ნებისმიერ ტერიტორიაზე, თუ ერთი თურქი სამხედრო მაინც დაზარალდება. პრეზიდენტის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ერდოღანი საჰაერო ძალებსაც გამოიყენებს აქტიურად.

შეგახსენებთ, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა თებერვლის თვეში იდლიბის რეგიონში შეტევის განახლების ფონზე 13 თურქი სამხედრო მოკლა, რასაც ძალზე აგრესიულად უპასუხა ანკარამ- ამ ფონზე კი სიტუაციის მძიმე ესკალაციაა მოსალოდნელი. თურქეთს რუსეთთან 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად , სირიაში 12 სადამკვირვებლო პოსტი აქვს მოწყობილი, რომელიც ერთგვარ „მინი ბაზას“ წარმოადგენს.

ერდოღანის აზრით, სირიის მთავრობას ძალზე ძვირად დაუჯდება თურქ სამხედროებზე თავდასხმა.

TWITTER-ში ამერიკის ხმა ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ შეჰყავს თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე ასეულობით ტანკები, ჯავშანმანქანები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

CATEGORIES
Share This