გორში ვიზიტად მყოფ ისრაელის ელჩს შალომ კლუბის ვიცე პრეზიდენტი და ბიდისი აკადემიის დამფუძნებელი, ნათია შათირიშვილი შეხვდა

გორში ვიზიტად მყოფ ისრაელის ელჩს შალომ კლუბის ვიცე პრეზიდენტი და ბიდისი აკადემიის დამფუძნებელი, ნათია შათირიშვილი შეხვდა

გორს დღეს ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი სტუმრობდა. დიპლომატს თავდაპირველად სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლეს და მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე შალომ კლუბის პრეზიდენდი ზაურ ოსეფაიშვილი და შალომ კლუბის ვიცე პრეზიდენტი, ბიდისი აკადემიის, დამფუძნებელი და დირექტორი ნათია შათირიშვილი.
ელჩის ვიზიტის მიზანს შიდა ქართლის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების გაცნობა წარმოადგენდა.
მოგვიანებით, ისრაელის ელჩმა გორის ორი სკოლა მოინახულა, სადაც საელჩოს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ გურიასა“ და ,,შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ ერთად პროექტი განხორციელდა სახელწოდებით, „სუფთა წყალი ბავშვებს“ „ეს პროექტი სკოლებში ისრაელის მაღალტექნოლოგიური მემბრანული სისტემით აღჭურვილი სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარის დამონტაჟებას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს პანდემიის პირობებში.
ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ისრაელის ელჩს მიუძღვის. მისი უშუალო ჩართულობით, გურიის, მარნეულისა და ბათუმის შემდეგ დღეს უკვე გორის რამდენიმე სკოლას მოუწესრიგდა წყლის პრობლემა. საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყოს, ვისაუბრეთ სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობის გეგმებსა და მიზნის განხორციელების გზებზე.
არ შემიძლია არ ავღნიშნო მადლიერი სკოლის მოსწავლეების საზეიმო განწყობა და დახვედრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, პროექტის შეფასებისას“,-აღნიშნა ნათია შათირიშვილმა. დღესვე, ელჩი გორში გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოსაც ეწვია და ოსტატის ნაკეთობები დაათვალიერა.
CATEGORIES
Share This