სიმსივნის მკურნალობა დღეს – რა უნდა ვიცოდეთ

სიმსივნის მკურნალობა დღეს – რა უნდა ვიცოდეთ

სიმსივნე დღემდე რჩება თანამედროვე ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად. სიმსივნური დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად ითვლება. სტატისტიკის მიხედვით, ამ დიაგნოზით ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს მონაცემები არ ნიშნავს, რომ სიმსივნური დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენია. ადრეული დიაგნოსტიკის და სწორად შერჩეული მკურნალობის შედეგად სიმსივნის განკურნება სრულიად შესაძლებელია.

სიმსივნის მკურნალობის მეთოდები ყოველწლიურად იხვეწება, ვითარდება და შესამჩნევ პროგრესს განიცდის. უახლესი სამედიცინო აპარატურის და კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება და გავრცელების მასშტაბისა და ზუსტი ლოკაციის დადგენა დღეს უკვე შესაძლებელია.

სიმსივნის მკურნალობის მეთოდები
თანამედროვე მედიცინის პირობებში სიმსივნესთან ბრძოლა ხანრგრძლივი და კომპლექსური პროცესია, თუმცა, ამავე დროს, არის ეფექტური და შედეგიანი. სიმსივნის სამკურნალოდ დღეს რამდენიმე მეთოდი გამოიყენება. ხშირად მეთოდები კომპლექსურია:

· ოპერაციული ჩარევა

· ქიმიოთერაპია

· სხივური თერაპია

· იმუნოთერაპია

· ჰორმონოთერაპია

· თარგეტული თერაპია

თითოეულ მეთოდს თავისი დანიშნულება და როლი აქვს –
– ოპერაციული ჩარევით დაზიანებული კერის ამოკვეთა ლოკალურადაა შესაძლებელი;

– ქიმიოთერაპია საშუალებას იძლევა, სისხლის მიმოქცევის გზით სიმსივნური უჯრედები მთელი ორგანიზმის მასშტაბით განადგურდეს;

– სხივური, ანუ რადიაციული თერაპია სიმსივნურ უჯრედებზე სხივებით მიზანმიმართულად მოქმედებს და მათ გამრავლების უნარს აკარგვინებს;

იმუნოთერაპია სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იმუნური სისტემის სტიმულაციაა, რათა იმუნურმა სისტემამ ამოიცნოს და შეებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს. გარდა ამისა, იმუნოთერაპიით დასუსტებული ორგანიზმი – ვირუსების და ბაქტერიების არასასურველ მოქმედებას ირიდებს თავიდან;
– ჰორმონოთერაპია ჰორმონების გამოყენებით მკურნალობას გულისხმობს, რაც სიმსივნის ზომაში შემცირებით გამოიხატება. ეს მეთოდი განსაკუთრებულად ეფექტურია ძუძუს კიბოსა და პროსტატის ჯირკვლის კიბოს მკურნალობისთვის.

– თარგეტული თერაპია კი შედარებით ძვირადღირებული, მაგრამ ორგანიზმისთვის ნაკლებად საზიანო მეთოდია, რა დროსაც სამკურნალოდ სპეციალური მედიკამენტები გამოიყენება, რომლებიც სიმსივნური უჯრედის გამრავლებას და კერის გაზრდას უშლის ხელს.

სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეობები
სტატისტიკურად, ყველაზე გავრცელებულია ფილტვის, სარძევე ჯირკვლის და სწორი ნაწლავის კიბო. ამასთანავე, შესამჩნევია სიმსივნური დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია. ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90%-ს მწეველია. მოწევა აღნიშნული ტიპის სიმსივნის ჩამოყალიბების სერიოზული რისკფაქტორია.

ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს წარმოადენს. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ამავე დროს, ძუძუს კიბოს მართვა შედარებით იოლია, მკურნალობას ადვილად ემორჩილება და მისგან განკურნების თითქმის 100%-იანი შანსი არსებობს.

სწორი ნაწლავის კიბო, უმეტესად, მამაკაცებში (50 წლის ზემოთ პაციენტები) გვხვდება. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მნიშნელოვან რისკ-ფაქტორს არასწორი კვება წარმოადგენს.

საქართველოში მოქმედებს სარძევე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის, პროსტატის ჯირკვლის და საშვილისნოს ყელის სიმსივნეების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის უფასო პროგრამები. სკრინინგ-პროგრამების ამოქმედების შემდეგ, სიმსივნური დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევებმა სამჯერ იმატა, რაც სწრაფი და დროული რეაგირების საშუალებას იძლევა. ყველა სახის სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, ზუსტი დიაგნოსტირება და ეფექტური მკურნალობა საქართველოში კავკასიის მედიცინის ცენტრშია შესაძლებელი.

კიბოს მკურნალობა CMC-ში
ონკოლოგია კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით და მოქმედებს დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები. ონკოლოგიური განყოფილება 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი და მასში მაღალკვალიფიციური,დასავლური განათლების და გამოცდილების ექიმთა გუნდი ერთიანდება.
ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტებისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრში შესაძლებელია სრული ონკოლოგიური სერვისის მიღება როგორ ლაბორატორიულად, ისე – ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში. მრავალპროფილური ჰოსპიტალი საქართველოში უახლესი სამედიცინო სტანდარტების

CATEGORIES
Share This