ქეთევან გუჯაბიძეა სტომატოლოგიური კლინიკა ,,ჰებეს“ დამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ,,ჰებეს“ დაარსებიდან 5 წელი გავიდა, სტომატოლოგიურმა კლინიკა,,ჰებემ“ მოახერხა და დღეს წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
ქეთევან გუჯაბიძე: – ,,ჩვენი წარმატება სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, ჩემთან ერთად მუშაობს გუნდი, რომელიც ქმნის სამედიცინო ხარისხს, მაღალი ტექნოლოგიური მხარდაჭერა კი უზრუნველყოფს ხარისხის მართვას.
ჩვენი კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ ყველა რეგულაციას და კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ვისურვებდი ბევრი საინტერსო პროექტი და ღონისძიება განხორციელდეს ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების’’ მიერ, რომელიც ხელს შეუწყობს ნებისმიერი პროფესიის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით“.
,, ლიდერ ქალთა საზოგადოება” მარტის თვეში გამართვას ღონისძიებას, ,,წლის წარმატებული ბიზნესმენი ქალი” რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნომინანტი წარმატებული ქალბატონების დაჯილდოვება.
ღონისძიების ფარგლებში ბორდის წევრებმა სტომატულოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი სტომატოლოგი ქეთევან გუჯაბიძე წარადგინეს ნომინაციაში: წლის წარმატებული ექიმი სტომატოლოგი.