ირინა ბერკაცაშვილი პროფესიით ექიმი სტომატოლოგია, თავის საქმეზე უდაოდ შეყვარებული და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით.

ირინა ბერკაცაშვილი პროფესიით ექიმი სტომატოლოგია, თავის საქმეზე უდაოდ შეყვარებული და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით.

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა ჩამოაყალიბა და თავად გახლავთ ამ ლიგის პრეზიდენტი. 💫ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა ორიენტირებულია სხვადასხვა კლინიკას მონიტორინგი გაუწიოს და საქართველოს კანონმდებლობას და რეგულაციებს მოარგოს.

სამუშაო პროცესი კონფერენციებს, სემინარებს და ტრენინგებსაც მოიცავს. რამდენიმე ასეული კლინიკა უკვე თანამშრომლობს ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგასთან იმისთვის, რომ დანერგონ უსაფრთხო გარემო ამ მიმართულებით.

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ხელს უწყობს სხვადასხვა წარმატებულ თუ სტარტაპერ ქალბატონებს გაძლიერებაში. ეს არის სივრცე სადაც პროფესიონალთა გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული ქალბატონი კიდევ უფრო რეალიზებული, წარმატებული და ბედნიერი იყოს.

CATEGORIES
Share This