არ დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი თავის სიყვარული და რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანია! – ნუკი კოშკელიშვილი
„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია
“ნუკი კოსმეტიქსი“ – სიყვარულით ნუკისგან.
ცნობილმა მსახიობმა, მოდელმა, ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა რ2020 წლის დეკემბერში დააანონსა საკუთარი კოსმეტიკის ხაზის შესახებ, რამაც საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ნუკი ყოველთვის საკუთარ თავზე ტესტავს ახალ პროდუქციას, წერს ვიდეოებს და ვიდეოებისა და ლაივების საშუალებით აცნობს საზოგადოებას გამოყენების წესებსა თუ პროდუქტის თავისებურებებს.
ის გამოირჩევა გულწრფელობით, მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციითა და იმით, რომ მუდამ ზრუნავს მათი სურვილების გათვალისწინებასა და პროდუქციის ხარისხზე.
2020 წლის დეკემბერში, ნუკიმ ამ პოსტით ახარა საზოგადოებას საკუთარი კოსმეტიკური ხაზის დააარსების შესახებ:
- ჩვენ უკვე ავიღეთ სერთიფიკატი, რომელსაც ძალიან მალე გაგიზიარებთ. რაც მთავარია გავიარეთ, რთული პროცესი აღმოჩდა. სერთიფიკატი აჩვენებს რომ ნუკი კოსმეტიქსი შეესაბამება ევროპის უმაღლეს სტანდარტს.
- აი, როგორც იცით, „ შანელები“ და „დიორები“ და ბავშობაში რომ მეგონა, ვერასდროს ვიყიდიდი ეგეთი ბრენდები რაც არის, აი, ეგეთი ხარისხი გავაკეთეთ ერთად. ეს ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. თავიდანვე ჩემი მიზანი არ ყოფილა “მოდი ბიზნესი გავაკეთო, ფული ვიშოვო” ჩემი მიზანი იყო, შემექმნა და შემომეტანა უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკა შედარებით დაბალ ფასად. ისეთი, რომელსაც თქვენთან ერთად გავაკეთებდი. სულ ვგრძნობდი თანადგომას ჩემ ნებისმიერ “სთორიში” და ვერ წარმოიდგენთ როგორ მსიამოვნებს თქვენი ჩართულობა, ყველა მწერს შთაბეჭდილებებს, მიზიარებს თავის გამოცდილებას. საოცრებაა მეგობრებო ასეთი მხარდაჭერა…
- ძალიან მიხარიააა და ზუსტად ვიცი თქვენც გაგიხარდებათ. რადგან თქვენი გაკეთებულია ეს ბრენდი ჩემთან ერთად! ის რომ ვღელავ საშინლად გითხარით არაერთხელ!
ნუკის კოსმეტიკამ თავიდანვე გამოიწვია დიდი ინტერესი და ხარისხის გაცნობის შემდეგ მომხმარებლებმა მაშინვე შეიყვარეს პროდუქცია.
განსაკუთრებულად პოლულარული გახდა ნუკის საფირმო, წითელი პომადა.
- ყველას ვცემ პასუხს თავად, სათითაოდ და დიდი სიყვარულით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენს აქვს ნდობა და სურვილი, რომ ჩემი ტუჩსაცხი გამოსცადოს. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, თითოეულ ტუჩსაცხს მოყვება სრული ინფორმაცია ვარგისიანობის ვადაზე და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც წარმატებას მისურვებს, ძალიან ვღელავ და თქვენ მამხნევებთ. რადგან ეს ჩემი შექმნილი პროდუქტია ვალდებული ვარ თქვენ ყველას თავად გიპასუხოთ და მოგაქციოთ ყურადღება. მე ასე მჯერა, ჩემი ურთიერთობა თქვენთან ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია და ასეც მინდა დარჩეს შუამავლების გარეშე. – აცხადებდა ნუკი და ის დღემდე ღიაა ინტერაქტივისთვის, მომხმარებლებთან უშუალო კონტაქტისა და მიდმივი ზრდისთვის.
ნუკის კოსმეტიკა თანდათან მრავალფეროვანი ხდება. ტუჩსაცხების, ჰაილაითერების, ტუჩის და თვალის ფანქრების, ტუშებისა და თვალის ჩრდილების შემდეგ, მათ შექმნეს ქალისა და მამაკაცის სუნამოები.
სულ ახლახანს მათ წარადგინეს ქალის სუნამოს ახალი, მესამე სურნელი
- სიყვარული არსებობს! ამაში ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ თუ მაინც შეგეპარათ ეჭვი, მობრძანდით ჩვენ ნებისმიერ ფილიალში და სცადეთ ჩვენი ახალი სუნამო … გრილი, სუფთა, სურნელი მომენტალურად გაგახსენებთ საუკეთესო ზაფხულს, პირველ კოცნას, ღიმილს, ზღვას, მთას, მოგონებების ნიაღვარია ეს სურნელი. გაიხსენეთ საუკეთესო და შექმენით ახალი ამ ზაფხულს, ახალ სუნამოსთან ერთად!
- მადლობა რომ ირჩევთ ნუკი კოსმეტიქს,თქვენ გარეშე ჩვენ არ ვიქნებოდით.
ჩვენი თითოეული პროდუქტი იქმნება დიდი სიყვარულით და თქვენი აზრი, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ეწვიეთ ჩვენს სტენდებს და ყველა პროდუქტი შეგიძლიათ ადგილზე დატესტოთ, ულამაზესი მაკიაჟი გაიკეთოთ და უბრალოდ, დღე გაიფერადოთ ახალი ფერებით.
- ვამაყობ, ჩემი გუნდით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან არის და მხარს გვიჭერს. ჩვენი მომხმარებლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან, რადგან ყველაფერი იქმნება მათთან ერთად. ჩვენი მიზანია, გავხდეთ მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდი. ხარისხი ამის საშუალებას გვაძლებს.
ნუკი ქალებს უსურვებს იყვნენ ბედნიერები და შეყვარებულები.
- მჯერა, რომ ქალს უხდება იყოს შეყვარებული, მინდა იყოთ მუდამ შეყვარებულები.
- გისურვებთ ბედნიერ, მშვიდ და სიხარულით სავსე გარემოში ცხოვრებას.
არ დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი თავის სიყვარული და რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანია!
სიყვარულით თქვენი ნუკი
https://www.facebook.com/Nuki-Cosmetics-102645308383977
https://nukicosmetics.ge/cat/lips/
https://www.facebook.com/nuki.koshkelishvili.73