,,დადუსი ხელნაკეთი” – ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორი
ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია ,,დადუსი ხელნაკეთი”
,,დადუსი ხელნაკეთი” მომხმარებელს სთავაზობს ეპოქსიდის სხვადასხვა საინტერესო და ლამაზ ხელნაკეთ აქსესუარებს ასევე ბრელოკებს სხვადასხვა ინიციალებით.
ქალბატონ ციცის ახლობლები და მეგობრები დადუს ეძახიან და სახელიც აქედან გამომდინარე შეარჩია.
– სულ სამი თვეა გასული რაც ეს საქმე წამოვიწყე, იდეას რაც შეეხება ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე კეთების პროცესი და ძალიან მომეწონა მინდოდა მეც მეცადა მსგავსი ნივთების შექმნა. მოვიძიე ეპოქსიდზე სხვადასხვა ინფორმაცია და ბევრი რამ აღმოვაჩინე.
შევიძინე საჭირო ნივთები და ამ სილამაზეების კეთება დავიწყე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერთან ერთად სამ პატარასაც ვუვლი, ეპოქსიდთან მუშაობა მაბედნიერებს და მინდა ბევრი საინტერესო და ლამაზი ნივთი შევქმნა, ყველა დეტალი შევისწავლო, შევიყვარო და ძალღონეს არ დავიშურებ, რომ ეს საქმე ძალიან კარგად გამომივიდეს, მეც ბედნიერი ვიყო და სხვების ბედნიერებაშიც შევიტანო ,,დადუსი ხელნაკეთი”-ს წვლილი.
მე არ ვარ პირველი, ვინც ეპოქსიდის ხელნაკეთ აქსესუარებს აკეთებს, თუმცა განსხვავება ის არის, რომ დიზაინს ქმნი შენი და რა თქმა უნდა დამკვეთის გემოვნებით. ყველას თავისი პრიორიტეტი გააჩნია ამ საქმეში და ამას ვაფასებ.
– ჩემთვის მთავარი მიზანი ჩემს საქმეში წარმატების მიღწევაა.
ქალები ახალ-ახალი საქმის წამოწყებისთვის ყოველთვის მზად ვართ. ყველა ქალს ვუსურვებ წარმატებას და ვეტყოდი რომ არასდროს დაიხიონ უკან საკუთარი მიზნისთვის სულ წინ იარონ და აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ.!