ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია ELMA- ორგანული თავის მოვლის საშუალებები რომლის დამფუძნებელიც გახლავთ მაკო მახარობლიძე

ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია ELMA- ორგანული თავის მოვლის საშუალებები რომლის დამფუძნებელიც გახლავთ მაკო მახარობლიძე

კომპანია ELMA – უკვე მეორე წელია რაც ბაზარზეა და ამ ეტაპზე ELMA 50 – მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, აქვთ როგორც ქალბატონების ასევე მამაკაცების ხაზი და სასაჩუქრე ნაკრებები.

ELMA ერთ-ერთი პირველი კომპანიაა სასაჩუქრე ბოქსების შექმნის კუთხით. მათ მამაკაცის ნაკრებებზე კონკურენტი თითქმის არ ჰყავთ. სიახლეებით განებივრება და ხარისხიანი ორგანული პროდუქცია ეს მათი პრიორიტეტია. ზრუნავენ, როგორც პროდუქტის შიგთავსზე ასევე, მის ვიზუალზე.

-მოგვიყევით გზა იდეის გაჩენიდან მის ხორცშესხმამდე…  

მაკო მახარობლიძე

-კომპანია ELMA-  2022 წელს დავაარსე ჩვენ ვაწარმოებთ ორგანული თავის მოვლის საშუალებებს.

იდეა დაიბადა პანდემიის დროს, დავიწყე ფიქრი ჩემი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომ არ გავჩერებულიყავი და საბოლოოდ ეს სფერო იქცა ჩემს ძირითად საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ.

რა სჭირდება ყველა ადამიანს? სისუფთავე და თავის მოვლა.

ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმე და დღემდე ვიზრდები მასთან ერთად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის პოზიცია, ყოველთვის ვეკონტაქტებით მათ და ვცდილობთ შეფასება-შთაბეჭდილებების გაგებას.

-თქვენი კომპანიის ხედვა როგორია ზოგადად ქალების, მათი როლის მიმართ საზოგადოებაში ?

– ქალს უჭირავს წამყვანი პოზიცია, როგორც ოჯახში ასევე საქმეში. ყველა ქალს შეუძლია იყოს ძლიერი, ლიდერი და თავდადებული თავის საქმეში. მთავარია იმ სიყვარულის მარცვალს მივაკვლიოთ რაც გულით გვინდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ და მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება.

დაიჯერე, შეიყვარე და განვითარდი.!

CATEGORIES
Share This

COMMENTS