ნომინაციაში ,,წარმატებული რეალტორი – 2023” წარმოგიდგენთ თინიკო გიგაურს

ნომინაციაში ,,წარმატებული რეალტორი – 2023” წარმოგიდგენთ თინიკო გიგაურს

ქალბატონი თინიკო გახლავთ სპეციალობით ეკონომისტი, პედაგოგიური განათლებით. 34 წლის ასაკში დაიწყო საკუთარი ბიზნესი. თინიკო გიგაური არის შპს Real Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ქალბატონი თინიკო საკუთარ მთავარ მიღწევად დამოუკიდებლად მიღწეულ წარმატებას მიიჩნევს.

ძალიან რთული გზის გავლის და მარტოხელა დედობის მიუხედავად, მან შეძლო მარტოს მოეპოვებინა სამი შვილის მატერიალური კეთილდღეობა და შეექმნა საკუთარი კარიერა.

-თინიკო გიგაური:

-უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუდამ მქონდა მისწრაფება ვყოფილიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი, რისთვისაც მუდამ თვითგანვითარებაზე ვმუშაობდი.

დამოუკიდებლად შევისწავლე ინგლისური ენა რაც, ვფიქრობ უმაღლეს განათლებასთან ერთად, ჩემი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. უცხოელი ინვესტორების ნდობით და გვერდში დგომით ერთობლივი თანამშრომლობით და თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე იმას, რომ ყველაფერი ისევ ნულიდან დამეწყო.

ჩემი მიზანი, რომ ვყოფილიყავი ქალი ბიზნესმენი და ქალი, რომელიც ტოლს არ დაუდებდა მამაკაცებს საქმიან ბრძოლებში ვფიქრობ მიღწეულია. წარუმატებელი პირველი ქორწინება, დაკარგული წლები, სასოწარკვეთა, შიში მარტო ოჯახის გაძღოლის, დიასახლისობიდან საკმაოდ რთულ საქმიანობაში გადართვა ადვილი არ ყოფილა.

ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ამეხდინა ყველა ის ოცნება, რომლის რეალობაში ასრულებას თითქმის შეუძლებლად ვთვლიდი. ვყოფილიყავი ყველასგან დამოუკიდებელი ქალი, მქონოდა ჩემი კონკრეტული მიმართულება ბიზნესში, მიმეღწია ჩემი განათლების და შრომის ხარჯზე მატერიალური კეთილდღეობისთვის. დავასაქმე უამრავი ადამიანი, გავხდი ადამიანების გაჭირვებიდან და უიმედობიდან გამოსვლის მიზეზი, რითაც ვამაყობ.

-ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს   თქვენი საქმიანობის წარმართვაში ?

– საქმიანობის პროცესში ხშირად თავად მავიწყდება, რომ ქალი ვარ, თუმცა ამავე დროს სპონტანურად მეხმარება მივაღწიო წარმატებას. ხშირად და ალბათ უმეტეს შემთხვევაში ჩემი, როგორც ქალის ჩართულობა უძრავი ქონების ბიზნესში, სადაც უმეტესად საქმიანი კომუნიკაცია მამაკაცებთან არის დაკავშირებული გარკვეულ წილად ითვალისწინებს ჩემი, როგორც სუსტი სქესის არსებობას,თუმცა არასდროს ამით არ მისარგებლია. ჩემს ბიზნესში ვიბრძვი და ვმოქმედებ, როგორც საქმის შემსრულებელი და არა როგორც ქალი. თუმცა ვხდები და არ მავიწყდება, რომ არის გარკვეული სისუსტეები და პრიორიტეტები, რაც ჩემი როგორც ქალი –რეალტორის სტატუს თან სდევს.

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

– საზოგადოებაში ქალის როლი, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.!

ყველა დამწყებ ქალბატონს თავის სფეროში საქმიანობის წარმატებისთვის ვურჩევდი თავჩაუხრელ შრომას, თმენას მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დამარცხებაც იქნება, მაგრამ არ დანებდნენ.

წამოდგნენ, სარკეში ჩაიხედონ და საკუთარ თავს უთხრან, რომ მე ამას შევძლებ.!

საუკეთესო, ნაყოფიერი და სამოქმედო წლები არ დაკარგონ არც პირად ურთიერთობაში და არც საქმიანში.

არ შეეშინდეთ მარტო იქნებით თუ ღირსეულ პარტნიორთან ერთად, შრომით, წესიერებით და საქმის სიყვარულით ყველაფერს მიაღწევთ.! 

CATEGORIES
Share This