ნომინაციაში „წლის საუკეთესო ტელე-სახე“ წარდგენილია ირაკლი მაქაცარია
ირაკლი მაქაცარია 1985 წლის 24 მარტს დაიბადა. მან საშუალო განათლება ამერიკაში მიიღო, უმაღლესი კი საქართველოში. იგი სპეციალობით მარკეტოლოგია. მაქაცარიას სამშენებლო, საბანკო, სამოდელო ინდუსტრიის და სარეკლამო სფეროში აქვს ბიზნესი. 2013 წელს ირაკლიმ დააარსა კომპანია Maq Entertainment, რომელიც ბოლივუდთან თანამშრომლობს.
ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. ის დღემდე ყველაზე პოპულარული გადაცემის „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანია.
ირაკლი მაქაცარია ქორწინებაშია ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილზე, ლიზა ჩიჩუაზე.
2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ.