ბიზნესს ტურის მონაწილე ქალბატონებს მადლობის სიგელი გადაეცათ

ბიზნესს ტურის მონაწილე ქალბატონებს მადლობის სიგელი გადაეცათ

✨ ლიდერ ქალთა საზოგადოება ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
✨ მიმდინარე წლის 24-28 თებერვალს, ლიდერ ქალთა საზოგადოება და საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
✨ შეხვედრა ვენაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიდერ ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ორივე მხარის მიერ განხილული იქნა, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.
✨ საელჩოში შეხვედრას ესწრებოდნენ კონსული თამთა კინწურაშვილი და დესპანები ია ლომიძე და ელენე ხურცილავა.
✨ ყურადღება გამახვილდა, ქალთა როლის გაძლიერებაში, ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ამ სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს, დაადასტურეს თავისი ურყევი მხარდაჭერა ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზაციის მიმართ და ავსტრიაში საქართველოს საპატიო კონსულის თანაჩართულობით, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
✨ ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს: ქ/ნ ქეთევან ციხელაშვილს და საელჩოს სრულ წარმომადგენლობას გულთბილი და ნაყოფიერი მიღებისთვის.
✨  ბიზნესს ტურის მონაწილე ქალბატონებს კი დასასრულს მადლობის სიგელები გადაეცათ.
CATEGORIES
Share This