ლექცია-სემინარი თემაზე “კომუნიკაციის ხელოვნება”

ლექცია-სემინარი თემაზე “კომუნიკაციის ხელოვნება”

“ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” ორგანიზებით წარმოგიდგენთ მორიგ ლექცია-სემინარს, რომელიც არაჩვეულებრივ გამოცდილებას გვპირდება!

 
ლექცია-სემინარს გაუძღვება მარიკა ხალიანი, რომელიც გახლავთ PCC აღმასრულებელი ქოუჩი, ტრენერი, მენტორი. პიროვნული რა ორგანიზაციული განვითარების ტრანსფოტმაციული ქოუჩი. ICF ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. “ქოუჩინგ აპ უნივერსიტეტის” დირექტორი. ბიზნეს ლიდერი და მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით.
კომუნიკაციის ხელოვნების ლექცია-სემინარის მთავარი მიზანია მსმენელებს გამოუმუშაოს ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებში. სემინარის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს, აქტიური მოსმენის ტექნიკებს, ემოციური ინტელექტის როლს ეფექტურ კომუნიკაციაში და კონფლიქტური სიტუაციების მართვის სტრატეგიებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრეზენტაციის უნარების განვითარებას და საჯარო გამოსვლების ტექნიკას, რაც მონაწილეებს დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებული და დამაჯერებელი კომუნიკატორები.
📆 თარიღი: 2025 წლის 8 თებერვალი.
🕗 დრო: 14:00-15:30
🏨 ადგილი: ბიდისი აკადემია – დავით აღმაშენებლის #189

ლექცია-სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს მათ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ღონისძიებაში. ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი ლიდერებისთვის, რადგან გვჯერა მათი უდიდესი პოტენციალისა და მზად ვართ უზრუნველვყოთ ისინი ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რაც მათ დაეხმარება როგორც პროფესიული როლების გაძლიერებაში, ასევე პირადი კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ვინაიდან ადგილები შეზღუდულია, რეკომენდებულია ადრეული დაჯავშნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლექცია-სემინარზე დასწრება ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონებისთვის სრულიად უფასოა. ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც თითოეულ მონაწილეს დიდხანს გაჰყვება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ პროფესიულ განვითარებაში.

ლიდერ ქალთა საზოგადოება არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას სხვადასხვა ინდუსტრიაში ლიდერის როლებში. საზოგადოება თავისი მისიის ფარგლებში – ხელი შეუწყოს ლიდერობასა და პიროვნულ ზრდას – ატარებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რომლებიც მიმართულია ქალ ლიდერებში ხელმძღვანელობის უნარებისა და გამძლეობის განვითარებისკენ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ორგანიზაციის ვებგვერდს: lws.ge. პარალელურად, საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფით, გვთავაზობს პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებულია გლობალურ პერსპექტივებსა და ლიდერობაზე, რათა დაეხმაროს ინდივიდებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში. დეტალური ინფორმაცია აკადემიის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: bdc-academy.ge.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 593 237 539

ლექცია-სემინარზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი პირადად დაგიკავშირდებათ რეგისტრაციის დადასტურებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გთხოვთ დაუთმოთ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეს რეგისტრაციის დასრულებამდე.
მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას!
CATEGORIES
Share This