
ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი სალონური შეხვედრა
გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი სალონური შეხვედრა სახელწოდებით “ლიდერ ქალთა გამოცდილება და გზა”!
შეხვედრაზე ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის “Business Women Magazine”-ის ყდაზე წარმოდგენილი წარმატებული ქალბატონები გაგვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს, გამოცდილებასა და რჩევებს ბიზნესში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ მათ, ვინც ცვლილებებს ქმნიან ქართულ ბიზნეს სივრცეში!
შეხვედრის ფორმატი გახლავთ არაფორმალური სალონური საუბარი – გულწრფელი დიალოგი სხვადასხვა სექტორის წარმატებულ ქალბატონებთან, რომლებიც ისაუბრებენ გამოწვევებზე, დაბრკოლებებზე და მათი გადალახვის გზებზე.
ღონისძიების პროგრამა:
• ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის შესახებ პრეზენტაცია
• ჟურნალის ყდაზე წარმოდგენილი ქალბატონების გამოსვლები
• საერთაშორისო დონეზე წარმატებული ქართველი ქალბატონების ვიდეო მიმართვები
• ნეთვორქინგის შესაძლებლობა და ჟურნალის ნებისმიერი გამოცემის შეძენა
• ჟურნალის გამოცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია
დაინტერესებულ პირებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ჟურნალის წარმოების, გავრცელებისა, თუ ჩართულობის შესახებ!
თარიღი: 2025 წლის 12 აპრილი
დრო: 13:00
ადგილი: ბიდისი აკადემია – დავით აღმაშენებლის #189
გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/NQ3eEcJ63RB5ugEe9
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!