
ლიდერ ქალთა საზოგადოება საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე
💥 შაბათი განსაკუთრებულად დატვირთული და პროდუქტიული დღეა ლიდერ ქალთა საზოგადოებისთვის, რომელიც დილიდანვე აქტიურ საქმიანობაში ჩაება.
💥 წარმატებით ჩატარდა ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მულტიპროფილური სამედიცინო კონგრესი „სამედიცინო სიახლეების” და სატელიტური კონფერენცია „სამედიცინო სიახლეები ნეიროქირურგიაში”, რომელსაც საზოგადოების საპატიო წევრები და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
💥 ეს ღონისძიება მედიცინის სფეროში უახლესი მიღწევებისა და ინოვაციების გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოების წევრების პროფესიული განვითარებისადმი არსებულ ერთგულებას.
💥 ლიდერ ქალთა საზოგადოება გულწრფელად ულოცავს ყველა მონაწილეს და მადლობას უხდის მათი განუწყვეტელი სწავლისა და პროფესიული ზრდისადმი სწრაფვისთვის.