ინფექციურის ექიმი: ყველას გიჩივლებთ აუცილებლად

ინფექციურის ექიმი: ყველას გიჩივლებთ აუცილებლად

ინფექციურის ექიმი  მანანა ამურველაშვილი იმ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ირანელი მამაკაციინფექციური საავადმყოფოსთან ჟურნალისტებს ინტერვვიუს აძლევს.ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომელიც გაშარჟდა.

მანანა ამურველაშვილი: ჟურნალისტების გასაგონად და წასაკითხად ვწერ, ბევრი საქმე გვაქვს ძალიან და საპოლემიკოდ არ გვცალია. ჩვენი თანამშრომელი, რომელმაც ირანის მოქალაქე განყოფილებაში შეაბრუნა, ყველას გჯობიათ ადამიანობით, გამბედაობით, სიკეთით.
არამარტო ჟურნალისტები, აიტაცა მოსახლეობამ და ავრცელა და იხითხითა ვიდეოზე, რომელშიც სასაცილო არაფერი არ იყო. კაცმა კარი საკეტი დააზიანა და იპარებოდა კარანტინიდან. ეს ქალბატონი და ჩვენ ყველა დღეღამეში 18-20 საათი სამსახურში ვართ, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ქვეყნისთვის და ეს ქვეყანა ხომ თქვენც ხართ.
ვინც ამ ამბავზე ერთობით, შიშით მოკვდებით ვინმე საეჭვომ რომ გვერდით ჩაგიაროთ, ჩვენი საყვარელი და თქვენგან მრავალგზის შეურაცყოფილი თანამშრომლისგან განსხვავებით.
თურმე იუმორისტულ შოუშიც აპირებენ ამ სიტუაციის გაშარჟებას. არ გაბედოთ, თორემ რომ მოვიცლი, აუცილებლად გიჩივლებთ,აუცილებლად!!!!
ეხლა არ გვცალია,კორონას ვებრძვით.

CATEGORIES
TAGS
Share This