შიდსის ცენტრის ლაბორანტების სოლიდარობა კორონა ვირუსთან მებრძოლ ექიმებს

შიდსის ცენტრის ლაბორანტების სოლიდარობა კორონა ვირუსთან მებრძოლ ექიმებს

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის  პიარი გიორგი ბერიძე  ფეისბუქზე ფოტოს დებს და წერს, რომ ამ ფოტოზე შიდსის ცენტრის ლაბორანტები არიან ასახული , რომლებიც  სოლიდარობას უცხადებენ ბოქსირებული განყოფილების ექიმებს რომლებიც კორონა ვირუს თავგამოდებით ებრძვიან.  realinfo.ge გთავაზობთ  გიორგი ბერიძის პოსტს.

გიორგი ბერიძე: ამ ფოტოზე შიდსის ცენტრის ლაბორატორიის თანამშრომლები ჩანან. შესვენებისას, ექსპრომტად გადაწყვიტეს ბოქსირებული განყოფილებასთან მისულიყვნენ და შენობაში მყოფი პერსონალი გაემხნევებინათ, მადლობა ეთქვათ საზოგადოების სახელით პროფესიისადმი გულითადი დამოკიდებულებისა და ერგულებისთვის… 24 საათიანი რეჟიმი, ბოქსირებული განყოფილება… ეს რეალობა ბოლო 1 თვეა მათი ყოველდღიურობაა… მადლობას ვუხდი მეც თითოეულ მათგანს, რომლებიც რისკის, თავდადების, პაციენტებზე ზრუნვისთვის უკან არაფერზე იხევენ… მათთან ერთად გმირები არიან თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, შოთა გოგიჩაიშვილი, ადმინისტრაციის გუნდი და ყველა ის ადამიანი, რომელსაც სპეციალური თეთრი სპეცტანსაცმელი აცვია და ბოქსირებულ განყოფილებაში ათენ-აღამებს… ამაყი ვარ ამ ღირსეული ადამიანებით….

CATEGORIES
Share This