ნინო ჩხეიძე კორონა ვირუსის ნიშნებით  თვითიზოლაციაშია!? მან ისრაელში იმოგზაურა

ნინო ჩხეიძე კორონა ვირუსის ნიშნებით თვითიზოლაციაშია!? მან ისრაელში იმოგზაურა

ისრაელიდან დაბრუნებული ნინო ჩხეიძე ამჟამად საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. მომღერალს ახალი ალბომის პრეზენტაცია ჰქონდა.

როგორც ნინო  აცხადებს, ისრაელში კონცერტმა და ალბომის პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა, სამი დღეა რაც საქართველოშია და გარეთ არ გადის.

ნინო ჩხეიძე: – აეროპორტსა და თვითმფრინავში პირბადითა და ანტისეპტიკური საშუალებებით აღჭურვილმა ვიმგზავრე. თერმოსკრინინგით და სკანერით გავიარე შემოწმება, ჯანმრთელი ვარ. მესამე დღეა თვითიზოლაიაში ვარ. ოჯახის წევრებს ვიდეო ზარის მეშვეობით ვეკონტაქტები. ვუყურებ ფილმებს, ტელევიზორს. დისტანციურად ვმუშაობ რადიოს სტაფთან.

როგორც მომღერალი ამბობს, მარტში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა.
„შვედთსა და ავსტრიაში მქონდა კონცერტები დაგეგმილი, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო გავაუქმე“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ჩხეიძე.

CATEGORIES
TAGS
Share This