ლიდერ ქალთა საზოგადოება ჟურნალ OK-ის პრეზენტაციაზე ქუთაისში

ლიდერ ქალთა საზოგადოება ჟურნალ OK-ის პრეზენტაციაზე ქუთაისში

✨ გუშინ, ქ.ქუთაისში ჩატარდა ჟურნალ OK-ის მორიგი ნომრის პრეზენტაცია, რომელსაც ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებიც ესწრებოდნენ.
✨ ლიდერ ქალთა საზოგადოება და ჟურნალი OK უკვე თვეებია აქტიურად თანამშრომლობს, რაც ემსახურება ქალბატონების განვითარებასა და წინსვლას. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალთა გაძლიერებას, მათი ხმის გაჟღერებას და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენას.
✨ ჟურნალი OK წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ-შემეცნებით გამოცემას საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის კულტურაზე, ბიზნესზე და სოციალურ საკითხებზე. ლიდერ ქალთა საზოგადოება კი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალებს და მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, მათი ეკონომიკური და სოციალური როლის გაზრდას.
✨ წინ მრავალი სიახლე გელოდებათ!
CATEGORIES
Share This