
„BUSINESS WOMEN MAGAZINE“-ის პრეზენტაცია ბათუმში
📖 ლიდერ ქალთა საზოგადოება გიწვევთ „BUSINESS WOMEN MAGAZINE“-ის პრეზენტაციაზე ქალაქ ბათუმში — ღონისძიებაზე, სადაც წარმატებული ქალების რეალური ისტორიები, გამოცდილება და მიღწევები ერთ სივრცეში გაერთიანდება.
💫 ეს იქნება თბილი, საქმიანი და შთამაგონებელი შეხვედრა მათთვის, ვისაც სურს ახალი ადამიანების გაცნობა, პროფესიული ქსელის გაფართოება და ქალთა წარმატების ისტორიებით მოტივაცია.
📰 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „BUSINESS WOMEN MAGAZINE“-ის სხვადასხვა ნომერი და ტირაჟი, სადაც გაეცნობით ქალებს, რომლებმაც საკუთარი შრომით, მიზანსწრაფულობითა და პროფესიონალიზმით შექმნეს წარმატების განსაკუთრებული გზა.
📌 რას გთავაზობთ ღონისძიებაზე?
-ჟურნალის სხვადასხვა ნომრის პრეზენტაცია
-წარმატებული ქალბატონების შთამაგონებელი ისტორიები
-ახალი პროფესიული კონტაქტები და საინტერესო გარემო
-გამოცდილების გაზიარება და პროფესიული ქსელის გაფართოება
-ლამაზი ემოციები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ
📅 11 ივლისი
⏰ 19:00
📍 Ramada Plaza by Wyndham Batumi
📍 ბათუმი
⚠️ დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
🔗 რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/ibrkv6wzkDHGaKth9
💫 გელოდებით ბათუმში — წარმატებული ქალების ისტორიების, ახალი კავშირებისა და შთაგონების გასაზიარებლად!

