
ქუთაისში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
ქ. ქუთაისში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით ჟურნალ „BUSINESS WOMEN MAGAZINE“-ის სხვადასხვა ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა წარმატებული ქალები, საზოგადოების წევრები, მოწვეული სტუმრები და ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალთა გაძლიერებით, პროფესიული განვითარებითა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებით.
პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ „BUSINESS WOMEN MAGAZINE“-ის სხვადასხვა გამოცემას, რომლებიც აერთიანებს წარმატებული ქალების რეალურ ისტორიებს, პროფესიულ გზას, გამოწვევებსა და მიღწევებს. ჟურნალი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქალების შრომა, ლიდერობა, პროფესიონალიზმი და მიზანსწრაფულობა ღირსეულად არის წარმოჩენილი.
ღონისძიება განსაკუთრებულად თბილ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ქალთა წარმატებული ისტორიების პოპულარიზაცია, ახალი კავშირების გაძლიერება და იმ ღირებულებების გაზიარება, რომლებზეც „ლიდერ ქალთა საზოგადოება“ წლებია აქტიურად მუშაობს.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ აგრძელებს რეგიონებში აქტიურ საქმიანობას და ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ქუთაისში გამართული შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქალთა მხარდაჭერის, მოტივაციისა და წარმატებული მაგალითების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მიმართულებით.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს, სტუმარსა და მხარდამჭერს, რომლებმაც საკუთარი დასწრებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გახადეს ეს დღე.

