პერსონას საკოორდინაციო საბჭოს ხატია ბედინაშვილი უხელმძღვანელებს

პერსონას საკოორდინაციო საბჭოს ხატია ბედინაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას სოციალურ გვერზე განთავსდა ინფორმაცია, რომეშიც ვკითხულობთ, რომ პროექტის საკოორდინაციო საბჭოს ექიმი ხატია ბედინაშვილი უხელმძღვანელებს.

საკორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე 17 სხვადასხვა პროფესიის ადამიანისგან შედგება და ისინი პერსონას ტიტულზე წარდგენილნ ადამიანებს სწავლობენ , აკვირდებიან და ხმას აძლევენ ტიტულის მისაღდბად.

პროექტის საბჭოს წევრის წარდგენის უფლება პერსონას იდეის ავტორს და დირექტორს იოსებ კავკავაშვილს აქვთ.

შეგახსენებთ , რომ პროექტის ბორდს ორი წელი პროდიუსერი ინგა სიორიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც  მძიმე სენით გარდაიცვალა.

ხატია ბედინაშვილის კარიერა კი ასე გამოიყურება:

ხატია ბედინაშვილი, პერსონას საკოორდინაციო საბჭოს წევრიექიმი დერმატო კოსმეტოლოგი, ესთეტიკური მედიცინის ექსპერტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის ტრენერი ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში, ლექტორი, პროფესორი, მიღებული აქვს ხარისხის ნიშანი, ფლობს პროფესიულ სახელმწიფო და სხვა ჯილდოებს, მათ შორის მიღებული აქვს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ტიტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გახლავთ სამედიცინო ნაშრომის ავტრორი კოსმეტოლოგიის როლი კანის ონკოლგიურ დაავადებებში, იტალიის ბარის სენტ აგატას დიაგნოსტიკური კლინიკის მიწვეული ექიმი ესთეტიკური მიმართულებით, ესთეტიკ აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი.

CATEGORIES
TAGS
Share This