ქრისტეს საფლავი და შობის ტაძარი დაიკეტა – დაკეტეთ ჩვენი ტაძრებიც – გორის საკრებულოს წევრი
გორის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია ტაძრების დროებით დაკეტვა, რათა მსოფლიო პანდემიისგან საქართველოს მოსახლეობამ თავი დაიცვას:
,,ქრისტეს საფლავი დაკეტილია და შობის ტაძარი! მექა და მედინა დაიკეტა! პეტრეს ტაძარი! ყველა ბუდისტური ტაძარი! ერი კოვზებით უნდა დახოცონ! სად არის მთავრობა და პოლიცია ? დაკეტეთ ტაძრები!
იტალიაში ტაძრებიდან გავრცელდა ვირუსი! 80 მღვდელი მოკვდა! ხელისუფლებას მოვუწოდებ მიიღოს ზომები! თქვენ იქნებით დამნაშავენი ქართველი ერის წინაშე და ამაზე მწარედ აგებთ პასუხს!” – აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.
ეს განცხადება საკრებულოს წევრმა საჯაროდ დღეს გააკეთა. დღეს საქართველოს ეკლესიებში, მათ შორის, გორის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფე ანდრიამ მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა,
22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია სამი მოქალაქე.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინოფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.
22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით (COVID 19-ით) ინფიცირებულთა რიცხვმა 300 ათას გადააჭარბა. მათ შორის, 92 373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 049 – დაიღუპა