mixs shop –  საპოვნელა არის მათთვის, ვისთვისაც ხელოვნებაში  ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია

mixs shop –  საპოვნელა არის მათთვის, ვისთვისაც ხელოვნებაში ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია

მიქს შოპ საპოვნელა საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცეემონია პერსონა 2020 -ის ტიტულს მიირებს. რამოდენიმე წლის წინ არაჩვეულებრივმა ქალბატონმა თამარ გოდაძემ გადაწყვიტა სოციალური პროექტი შეექმნა და ეს პროექტი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისთვის მიეძღვნა. დღეს მიქს შოპ საპოვნელაში 40 მდე ავტორ დიზაიონერია გაერთიანებული, რომლებიც ექსკლუზიურ ნამუშევრებს ქმნიან. თამარ გოდაძე ამ პროექტზე ასე საუბრობს და ემოციებსაც ვერ მალავს,

თამარ გოდაძე: mix shop – საპოვნელა, უკვე იცის საზოგადოებამ, რომ ეს არაა უბრალოდ მაღაზია, ეს არის სოც. პროექტი, თუმცა ნაწილობრივ არასწორად იქნა აღქმული, დიახ, ჩვენთან არიან სხვადასხვა სოციალირი პრობლემების მქონე ადამიანები, მაგრამ ყურადღება სხვა რამეზეა გასამახვილებელი რეალურად, თვითონ ეს კულტურა, რასაც ხელსაქმე ჰქვია, არის სოციალური კულტურა, რომელიც სწორედ ასეთმა დამიანებმა შექმნეს და განავითარეს და საკმაოდ დიდი ისტორიაც აქვს, ცივილიზაციასთან ერთად, თუ დააკვირდებით, თითქოს ნელ-ნელა იკარგება და უფასურდება, ის რაც რეალურად ძალზედ ღირებულია. სხვადასხვა ერები რუდუნებით უფრთხილდებიან, ავითარებენ და ამაყობენ საკუთარი სოც კულტურის, ეს ხომ ერის ხასიათი, ერის სახეა ერთგვარად, ჩვენ კი, სამწუხაროდ, გავაუფასურეთ თითქოს, სხვისას ვეპოტინებით ნებისმიერ ფასად, ხოლო საკუთარს არ ვაფასებთ, ჩვენმა გუნდმა დიდი მისია იკისრა, ჩვენ გადავწყვიტეთ დავდგეთ ჩვენი კულტურის სადარაჯოზე, ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ დიდი შემართებით, რწმენით, შრომით, გვჯერა რომ ჩვენს წილ სამყაროს შევცვლით. გეგმები უამრავი გვაქვს, თუმცა რიგითი მიზეზების გამო, მათ გაჟღერებას ამ ეტაპზე, არამართებულად მივიჩნევთ. “პერსონა 2020“- ზე წარდგენა, რასაკვირველია, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო, ეს ფაქტი მივიღეთ, როგორც დიდი მხარდაჭერა სამყაროსგან და ნიშანი იმის, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ გაუკვალავ ბილიკებს გავდივართ, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ჩვენი მიზნების კეთილშობილებაში და ამავდროულად აუცილებლობაში, ერთსულოვნად, ჯიუტად ვუძლებთ ყველა სირთულეს.
პანდემიამ, როგორც მსოფლიოს, ქვეყანას, ასევე ჩვენც თავისი კვალი დაგვიტოვა, თუმცა ვერ გაგვტეხა, პირიქით უფრო მრავალწახნაგოვნად დაგვანახა ჩვენი საქმე, უფრო გაგვაძლიერა და კარგი გამოცდილება დაგვიტოვა. რაც შეეხება გუნდს, არაერთხელ გაგვიჟღერებია და ახლაც დავადასტურებ, ვართ ერთმნიშვნელოვნად მიმართული მუდმივი განვითარებისკენ, არის ცვლილებები შოგნით, თუმცა ეს სრულიან ნორმალურია, სუსტები და ერთჯერად კეთილდღეობაზე ორიენტირებულები წავლენ, ძლიერები, და ნამდვილი ხელოვანები დარჩებიან. ადრე, ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, ბევრს ქვიშას დრო ჩამორეცხს, მაგრამ ნუ გეშინია, ცოტა, მაგრამ ოქრო დაგრჩებაო, მაშინ ვერ გავიაზრე ეს სიტყვები, მაგრამ ახლა ხშირად მახსენდება… Mიხ სჰოპ – საპოვნელა დიდ ეროვნულ საქმეს ემსახურება და ყოველმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მისი თითოეული შენაძენი არის თითო დადებული აგური, ჩვენ ერთად ვაშენებთ და ერთად დავტკბებით იმ ტკბილი ნაყოფით, რომელსაც ჩვენი შრომა გამოიღებს. mixs shop –  საპოვნელა არის მათთვის, ვისთვისაც ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია, მათთვის ვინც სცნობს ხარისხს, მათთვის, ვისთვისაც ქართული საქმე მნიშვნელოვანია და ჩვენი უდიდესი მონაპოვარია ამ დროისთვის, ის რომ ჩვენ გვენდობიან ნებსით თუ უნებლიედ, “პერსონა 2020“ Mიხ შჰოპ – საპოვნელასთვის უკვე გახდა მისი დიდი ისტორიის ერთერთი მწერალთაგანი, ვიმედოვნებთ და ამისთვის ბევრს ვიშრომებთ, რომ ერთხელაც “საუკუნის პერსონის“ ტიტულიც დავიმსახუროთ.

საზოგადოებას მივმართავდით: დავაფასოთ, შევიყვაროთ ჯერ ჩვენი, ქართული და მერე დაგვაფასებენ და შეგვიყვარებენ სხვებიც.

ასევე მათ ვთავაზობთ, გახდნენ ამ დიდი, ქართული საქმის ისტორიის მწერალნი.

და ვპირდებით, ისინი ძალიან ამაყები იქნებიან ჩვენით.

CATEGORIES
TAGS
Share This