,,აბორტი უფრო დიდი საფრთხეა, მაგრამ ამისთვის საგანგებო მდგომარეობა არავის გამოუცხადებია” – მიტროპოლიტი იობი

,,აბორტი უფრო დიდი საფრთხეა, მაგრამ ამისთვის საგანგებო მდგომარეობა არავის გამოუცხადებია” – მიტროპოლიტი იობი

მიტროპოლიტმა იობმა დღევანდელ ქადაგებაში განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეიქმნა, მასონური გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანების კონტროლისთვის შეიქმნა.
ის მრევლს სთხოვს, აღდგომის წირვას დაესწრონ.
მისი თქმით, ახალი კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია, რადგან ის მხოლოდ მოხუცებს კლავს, რომლებიც ისედაც უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან.
აბორტი უფრო დიდი საფრთხეა, მაგრამ ამისთვის საგანგებო მდგომარეობა არავის გამოუცხადებია.

„მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა – ურწმუნო მთავრობის და ექიმების.

ჩვენ ღმერთს ვესავთ, როგორც ვესავთ, ისეთივე წყალობა გვექნება უფლისაგან. სასოება ეს არის იმედი, რწმენა.
თუ ჩვენ რწმენით მივალთ, ჩვენზე არანაირი განსაცდელი არ იქნება.
აღდგომას როგორც მენელსაცხებლე დედებმა გაიხარეს უფლის ბრწყინვალე აღდგომა მკვდრეთით, ისე სიხარული ჩვენზე გადმოვა, ვინც აღდგომის დღესასწაულს დაესწრება.
ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის.
უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს.
მსხვერპლი არის ამით. თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყბიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს.
რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.
ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი.
რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა”,- თქვა მან.

CATEGORIES
TAGS
Share This