ორგანიზაცია ,,ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო“ – ,,ვეხმარებით უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, რომელსაც ვერ გაწვდა ჯანდაცვის სამინისტრო”

ორგანიზაცია ,,ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო“ – ,,ვეხმარებით უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, რომელსაც ვერ გაწვდა ჯანდაცვის სამინისტრო”

2015 წელს ექვსი ქალბატონის ინიციატივა და შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო” , ლალი მოროშკინა, PRტექნოლოგი , ნათია შათირიშვილი” ბიდისი აკადემიის” დამფუძნებელი, მარინა სალუქვაძეZMG art-ის დამფუძნებელი, მაია ბარათაშვილი მერიის ბიგბენდის სოლისტი, ნანა გოჩელაშვილი (ადვოკატი) ქეთევან ნეფარიძე (ბიზნესმენი)
ძლიერმა ქალბატონებმა ორი ყრილობა ჩაატარეს, რუსთაველის თეატრში და თბილისის ზღვის კლუბში. 5000 ძლიერი, წარმატებული ქალი! 5ვწლის განმავლობაში იყო საანაგარიშო კონფერენციები და მასტერკლასები სხბადასხვა პროფილით, ლექციები რეგიონულ მუნიციპალიტეტებში და კონცერტები, შშმ პირთა პატრონაჟი და მრავალი ჰუმანიტარული აქცია
შეკითხვაზე:”პოლიტიკაში ხომ არ მოდიხართ?” ორგანიზაცია ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს
თავმჯდომარის, ლალი მოროშკინას პასუხია:
“არც არასოდეს წავსულვარ პოლიტიკიდან…”
ისე კი ჩვენ იმ შეცდომებს ვასწორებთ, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურები უნებლიეთ სჩადიან…
ასე ვეხმარებით უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, რომელსაც ვერ გაწვდა ჯანდაცვის სამინისტრო,
დღეს გურიაში ზუსტად ამ მისიით ჩამოვედით- დავეხმაროთ ადამიანებს, შევუქმნათ განწყობა და ჩავუსახოთ მომავლის იმედი.ლანჩხუთის გამგეობას ყავს არაჩვეულებრივი საკრებულოს წევრი, ჩვენი კეთილი ნების ელჩი, ციცი ჩხაიძე, მისგან მივიღეთ ინფორმაცია ბავშვების დუხჭირ ყოფაზე და გამოვეშურეთ გურიისკენ
ნათია შათირიშვილი(თანათავმჯდომარე) იანვარში ანალოგიური დახმარება წნორის ბავშვთა სახლში ჩავიტანეთ, იმედია რომ ეს ფერიცვალება მათ ყოფას სრულიად შეუცვლის ფერს, მანამდრ კი ჩვენგან საჩუქრად მიიღებენ ტანსაცმელს, საკვებს, ტკბილეულს, ევკალიპტის სადეზინფექციო საშუალებებს, პამპერსებს და ა.შ.

CATEGORIES
TAGS
Share This