აზერბაიჯნსა და სომხეთს შორის ომი დაიწყო
აზერბაიჯანის პარლამენტმა დღეს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
საომარი მდგომარეობა შემდეგ ქალაქებში ამოქმედდება: ბაქო, განჯა, ევლახი, გეიგელი. სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს რამდენიმე საათის წინ, სომხეთმა ასევე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
CATEGORIES მსოფლიო