,,პერსონა 2021″ დაიწყო – ვინ არიან პროექტის ბორდის წევრები

,,პერსონა 2021″ დაიწყო – ვინ არიან პროექტის ბორდის წევრები

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა“  2013 წლიდან იმართება და იგი სფეროს განვითარებისთვის ყოველწლიურად 50 ადამიანს ,,პერსონას“ ტიტულს ანიჭებს.

წლის წარმატებულ ადამიანებს კი პროექტისსპეციალური ბორდი ავლენს, რომელსაც წელს საერთაშორისო კლასის, ევროპის ადვოკატთა კოლეგიის წევრი ირმა ბრელიძე ხელმძღვანელობს. ბორდის წევრებს შორის კი გახლავთ ცნობილი პედაგოგი და ტელეწამყვანი ია ჯღარკავა. ქალბატონ იას დიდი წვლილი მიუძღვის საახელოვნებო, შემოქმედებით და სმოქალაქო საქმიანობის ხელშეწყობის საქმეში და სწორედ ამიტომ შეირჩა იგი ბორდის წევრად.

შეგახსენებთ, რომ ,,პერსონას“ ტიტული გასულ წლებში მიღებული აქვთ მომღერალ ნანი ბრეგვაძეს, პიანისტ ელისო ბოლქვაძეს, მსახიობებს კახი კავსაძეს და გივი ბერიკაშვილს, მომღერალ თემურ წიკლაურს,  მსახიობ თამარ სხირტლაძეს, მომღერალ გიული ჩოხელს, მსახიობ ლეილა აბაშიძეს, საოპერო მომღერალს თამარ ივერს და სხვა ღირსეულ ქართველებს.

CATEGORIES
TAGS
Share This