,,აივი არის ჩვეულებრივი დაავადება და არა შავი ჭირი” – ინფექციონისტი ფატი გაბუნია
ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ექიმმა ინფექციონისტმა პროფესორმა ფატი გაბუნიამ პოსტივის ეთერში სტუმრობისას აივშიდსზე ისაუბრა, მისი თქმით დღეს დაავადება აბსოლიტურად მართვადია და აივ ინფიცირებული ადამიანები მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად აბსოლიტურად ჯამრთელებად გრძნობენ თავს. მისივე თქმით აივი არ განსხვავდება სხვა ქრონიკული დაავადებებისგან და ეს დაავადება იმდენად მართულია , რომ ზოგი მსოფლიო ჩემპიონანტზე გამოდის, ზოგიერთს შეუძლია იყოს ძალოსანი სპორტში და ზოგი შეიძლება იყოს იმდენად ინტელექტუალი ადამიანი , რომ ნობრლის პრემიის ლაურეანტიც გახდეს. ფატი გაბუნიამ ასევ ამ დავადების მიმართ სტიგმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აივ შიდსის მიმართ საზოგადოების მხრიდან ისეთი სტიგმა აღარ არსებოს როგორც ადრე იყო იგი შემცირებულია და ახლა აივ ინფიცირებულებს თვით სტიგმა უფრო აქვთ. ფატი გაბუნია ამბობს, რომ თავის პაციენტებში თვით სტიგმა უფრო წამყვანია ვიდრე ამ ადამიანების მიმართ სტიგმატიზირებული დამოკიდებულება. ექიმი ასევე ამბობს, რომ ეს არ არის 21 – საუკუნის შავი ჯირი ეს არის ჩვეულებრივი დაავადება , რომელსაც ესაჭიროება დროული მართვა.
განათავსა იოსებ კავკავაშვილმა.