⭐️განსახვავებული, გამორჩეული,ძლიერი, წარმატებული, საოცარი ქარიზმით და ადამიანების მიმართ გასაოცარი დამოკიდებულებით.

⭐️განსახვავებული, გამორჩეული,ძლიერი, წარმატებული, საოცარი ქარიზმით და ადამიანების მიმართ გასაოცარი დამოკიდებულებით.

შეხვედრისთანავე მიხვდებით, რომ თავის საქმეზე უდაოდ შეყვარებულია. შრომისმოყვარეობამ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ მიიყვანა და დღემედე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესპროექტებს თანაბარი წარმატებით ხელმძღვანელობს.

✅მშენებელი, მეწარმე, სასტუმროების ქსელის და სამედიცინო კლინიკის მფლობელი ნატალია კვანტალიანი ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრია. ამბობს, რომ ბიზნესს სისუფთავე, სწორი ნაბიჯები, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები სჭირდება, თუმცა მანამდე ბევრი სირთულე გამოიარა.

 

💖ნატალია კვანტალიანი: ადრე ვერც წარმოვიდგენდი, რომ წლები გავიდოდა და ასეთ სერიოზულ პროექტებს მოვკიდებდი ხელს. თბილისში რომ გადმოვედი, იტალიურ ეზოში, 16 კვ.მ. ბინაში ვცხოვრობდი. ახლობლებთან ერთად, ინდოეთში წავედი. დელიში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მარგალიტის მძივები 70 დოლარად ვნახე. საქართველოში ასეთში 150 დოლარი უნდა გადაგეხადა. საბოლოოდ, ადგილობრივების დახმარებით, მძივები 10-12 დოლარად შევიძინე, სულ 125 დოლარი დამიჯდა. ჩამოვიტანე თბილისში. ჩემს მეგობრებს გარკვეული გასამრჯელოს ფასად ავაკინძინე მძივებად და იმ თანხით, რაც მათი გაყიდვით მივიღე, სამკერვალო გავხსენი. ასე დაიწყო გზა წარმატებისკენ .

✅აუცილებელია ყველა ქალი რეალიზებული, შემდგარი და წარმატებული იყოს, ამიტომ საჭიროა არსებობდეს ქალების გაძლიერების კუთხით ისეთი ორგანიზაციები, როგორიც ,,ლიდერ ქალთა საზოგადოებაა“ .

💎,,ლიდერ ქალთა საზოგადოება“ აპრილის თვეში მართავს ღონისძიებას ,,წლის წარმატებული ბიზნესმენი ქალი“ სადაც ქ. ნატალია კვანტალიანი ერთ-ერთ ნომინაციაშია წარდგენილი.💫❤️

CATEGORIES
Share This