,,არ მივცეთ სატანის მიმდევრებს დაგვაბრალოს სნეულ ხალხთა სიმრავლე“ –  ლალი მოროშკინა!

,,არ მივცეთ სატანის მიმდევრებს დაგვაბრალოს სნეულ ხალხთა სიმრავლე“ – ლალი მოროშკინა!

პიარტექნოლოგი და პროფესორი ლალი მოროშკინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება:

ლალი მოროშკინა: ,,ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა!
სახელმწიფომ და ეკლესიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს!
ერთის მხრივ მსოფლიო ფსევდო-ლობერალურ სექტას და გლობალისტებს გააწნეს სილა, მეორეს მხრივ ჩვენმა ეკლესიამ დაიბრუნა მსოფლიოში ლიდერი ადგილი, რაც ერთმორწმუნეებმაც ვერ გაბედეს!
პრემიერმა და პატრიარქმა უკეთ იციან რა ხდება მსოფლიოში!!!
სწორი და დროული გადაწყვეტილებაა არ დაიხუროს ეკლესიის კარები…
მ ა გ რ ა მ!!!
ახლა ჩვენი ჯერია!!!
ჯერი მოყვასის გაფრთხილების,
შვილების და მშობლების გადარჩენის,
მეზობლების,
მეგობრების, თანაქალაქელების თუ თანასოფლელების
დამოძღვრა, მოფერება, რომ ილოცონ სახლში,
ილოცონ გულებში,
ილოცონ სულებში…
ეკლესიამ კარი არ დაკეტა-ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენის გამარჯვებაა!!!
ახლა კი ჩვენი სამოქალაქო თვითშეგნება ჩავრთოთ და თითოეულ ადამიანს განვუმარტოთ, რომ ეკლესია ჩვენთვის არ დაიკეტა, მაშასადამე ჩვენი ვალია, ქრისტიანული სიყვარულით გავუფრთხილდეთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს!!!!
მიწერეთ, მიუმესიჯეთ, გადასძახეთ აივნიდან, დაურეკეთ, გააბნიეთ ხმა უბანში
დ ა ვ რ ჩ ე თ სახლში!!!!
არ მივცეთ სატანის მიმდევრებს დაგვაბრალოს სნეულ ხალხთა სიმრავლე!!!!!!!!!!”

CATEGORIES
TAGS
Share This