,,ასტროლოგიის სწავლას უნდა დიდი აზარტი, შრომა და კვლევის სული” – ლია ბარათაშვილი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

,,ასტროლოგიის სწავლას უნდა დიდი აზარტი, შრომა და კვლევის სული” – ლია ბარათაშვილი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

რა როლი აკისრია ასტროლოგიიას  ადამიანების ყოველდღიურობაში, აქვს თუ არა ასტროლოგიას კავშირი წინასწარმეტყველებასთან , რა ასტროლოგიური მეთოდები არსებობს და რატომ უნდა გვყადევს პირადი ასტროლოგი ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს ასტროლოგიის სკოლის დამფუძნებელი, უდიდესი გამოცდილების მქონე ასტროლოგი , ლია ბარათაშივლი გვესაუბრება.

აღსანიშნავია ის ,რომ ქალბატონი ლია ბარათაშვილი ჩვენი ქვეყნის ერთერთ მთავარი დაჯილდოების ცერემონია ,,საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020“  – ის ტიტულს საქართველოში ასტროლოგიის განვითარებისთვის მიიღებს.

ბოლო წლებში საზოგადოებაში მატულობს ინტერესი ასტროლოგიის მიმართ, რასთან არის ეს დაკავშირებული?

მეოცე საუკუნის უდიდესი პარადოკსი მდგომარეობს იმაში, რომ  კაცობრიობის განვითარების დონე არ შეესაბამება ცნობირების განვითარების დონეს. ჩვენ შევახწიეთ გენეტიკაში, შევქმენით კომუნიკაციის გლობალული სისტემები, დავიპყარით კოსმოსი და ა.შ. მაგრამ  აღმოჩნდა, რომ  ადამიანის ცნობიერება არ  არის კოსმოლოგიური, ანუ მას არ  შეუძლია გააცნობიეროს თავის შესაბამისობა იმასთან, რასაც შეისწავლის, კოსმოსთან, ბუდებასთან. და ამიტო, როდესაც ჩვენ ვახდენთ გავლენას  ბუნებაზე, ვერ ვგრძნობთ, რომ ვახდენთ გავლენას საკუთარ თავზე.

წარსული საუკუნე, რომელიც დაიწყო უდიდესი აღმოჩენებით, დამთავდა კაცობრიობის უდიდესი დამარცხებით.ამის დასტურია ეკსპერიმენტები ატომურ ენერგეტიკაში, ინფორმაციულ სისტემებში, სოციალურ და ზნეობრივ-სულიერ სფეროებში. ატომური ელეკტროსადგურები,გენეტურად შეცვლილი ბიოსფერო, ადამიანის გონების შეცვლა ვირტალური ხელოვნური ინტელეკტით, პრაქტიკული კომუნიზმი და ატეიზმი, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო დოკტრინას.ეს არის ჩვენი გმირობების მოკლე სია, ეს არის ტექნოკრატიული გზა, და იბადება კითხვა: “რა საჭიროა ის გზა, რომელის ტაძრამდე არ მიგვიყვანს”.

ახალი საუკუნის დასაწყისში ეს კითხვა უჩნდება ყოველ მოაზროვნე ადამიანს.

კაცობრიობან განახორციელა გიგანტური გარღვევა ცოდნაში და აღმოაჩინა სამყაროს ზოგიერთი ფუნდამენტური კანონი. ამ პროცესს თან ახლდა დეზინტეგრაციული ტენდენციები მეცნიერებეში. ცოდნა სამყაროს შესახებ დანაწევრებული იყო მრავალ ცალკეულ კერძო დისტიპლინებში და  მათგან ამოზრდილ დარგებში. გაჩნდა  ჰუმანიტარული , საბუნებისმეტყველო და, ლანდაუს გამოთქმით, “არაბუნებრივი” მეცნიერებები. ყოველი ასეთი “თვითკმარი” მეცნიერება ქმნიდა თავის მეთოდოლოგიურ ბაზას, შემეცებითი აპარატებს და ანაწევრებდა ადამიანის გონებაში იმას, რაც არ შეიძლება იყოს დანაცევრებელი. ასეთ მაგალითს წარმოადგენეს ყველა მეცნიერება ადამიანზე: ანტროპოლოგია,მედიცინა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია. კერძოდ, ანტროპოლოგია და მედიცინა გამოეყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, სოციოლოგია და ფსიქოლოგია კი ჰუმანიტარულს. მათ გააჩნიათ სხა და სხვა გამჭოლი ქმედება, განსხვავებული  კატეგორიების აპარატი და სხვა და სხა პრინციპები, რომლებიც ეფუძნებიან სხა და სხვა კანონებს.და მიუხედავად ამისა ამ მეცნიერებების შესწავლის საგანი  არის ადამიანი, რომელშიც ფიზიკური სხეული,სული, სოციალური არსი, მსოფმხედველობა, ეთიკური პრიორიტეტები არ შეიძლება მოქმედებდნენ ცალ ცალკე. ხშირად,ამ მეცნიერებების წარმომადგენლები, რომლებიც არიან სხა და სხვა სკოლების ადეპტები, კონფერენციებზე და სიმპოზიუმემზე ვერ უგებენ ერთმანეთს იმის გამო, რომ არსებობს დიდი სხვაობა ტერმინოლოგიაში და პრინციპულ მიდგომემში.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ტრადიციული მეცნიერების წარმომადგენელმა წამოაყენეს მოსაზრება ყველა მიმართულებათა ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რომელიც ეხებე ადამიანის შესახებ ცოდნას.

თანამედროვე კულტურა, რომლის განუყოფელი ნაწილია მეცნიერება, შექმნილი იყო გამოჩენილი ადამიანების მრავალ თაობათა მიერ, ხალხებისა და ცივილიზაციების კოლექტიური  ძალისხმევით. მაგრამ დღეს, როცა ადამიანმა შთანთქა ცივილიზაციის მონაპოვარი, ის ყველაზე ნაკლებად გრძნობს თავს სრულ და თვითკმარ არსებად. მისი ცნობიერება დანაწევრებულია. მატერიალური სამყაროს ათვისებამ იგი თვითგადარჩენის საფთხის წინ დააყენა და არამატერიალუპთან ურთიერთობამ სულ დააბნია. ადამიანის სულში განხეთქილება შეიტანა მრავალსაუკუნეობრივმა ბრძოლამ ეკლესიასა და მეცნიერებას შორის, რომელიც დამრთავდა ერთმანეთის გაურკვეველი აღიარებით.შეშფოთება შეიძლებე იყოს დაძლეული ადამიანის ცნობიერებაში სამყაროს მთლიანობის აღდგენით, ეს კი ხელეწიფება მხოლოდ კოსმოლოგიას, რომლის ყველაზე პრაქტიკული და მთავარი ნაწილია ასტროლოგია.კოსმოლოგიის ეტიმოლოგია ასეთია- მეცნიერება სამყაროს შესახებ.

კაცობრიობა თავდაპირველად ცდილობდა სამყაროს ათვისებას მის მთლიანობაში, ისე, რომ არ დაეშელა იგი შემადგენელ ნაწილებად. სხვა და სხვა მიზეზების გამო დიდი ნაწილი კოსმოლიგიეტი ცოდნის დაიკარგა.

დღეს, როცა შევდივართ მერწყულის ეპოქაში, ინტერესე კოსმოლოგიის მიმართ უდიდესია. ხდება ამ მეცნიეების აღდგენა, დაკარგული ცოდნის მოპოვება. გაშიფრვა და აღდგენა ამ ცოდნის რთულია არა მარტო იმის გამო, რომ დიდი ნაწილი ცოდნის დაკარგულია, არამედ იმიტომ, რომ კოსმოლოგია ერთ ერთი რთული მეცნიერებაა, მისი აღქმა ითხოვს კოსმოლოგიურ ცნობიერებას, ეს კი შეუძლებელია თუ არ ფლობ კოსმოლოგიის საფუძვლებს მაინც. ამიტომას გამოდის ჩაკეტილი წრე.

 

თუმცა თქვენ გაქვთ მეთოდები, რათა გაარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე?

დიახ, ამისთვის არსებობს სკოლა. სქართველოში ეს სკოლა არსებობს 2003 წლიდან. და მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი. მართლაც, გასაოცარია იმის ყურება, როგორ იცვლებიან ადამიანებიო, მათი ცხოვრება როცა ამ გზაზე დგებიან. მართლია, ასტროლოგიის სწავლას უნდა დიდი აზარტი, შრომა და კვლევის სული. ყველას ეს თვისებები არ გააჩნია, მაგრამ ერთ მცოდნე კაცს შეუძლია ბევრ ადამიანს დაეხმაროს. ნათქვამია- განარჩი შენ და შენს გარშემო ათასები გადარჩება. სამყაროს შემეცნება- საკუთარი თვის შემეცნებაა. და ადამიანი, რომელიც საკუთრ თავს აცნობიერებს- გადარჩნილია. ეს არის სულიერი განვითრების გზაასტროლოგია ხშირად

აკავშირებენ წინასწარმეტყველებასთან. რამდენად სწორეა ასეთი მიდგომა?

ასტროლოგიას არავითრი კავშირი არ აქვს წინასწარმეტყველებასთან. წინასწარმეტყველება არის ინფორმაცია მოპოვებული ირაციონალური გზით. ასტროლოგია კი არის ცოდნა, რომელიც ეყრდნობა სამყაროს ციკლებს, რომელიც ყველასთვის ცნობილია. იმის თქმას შეცდობა იქნება, რომ ასტროლოგიას ყველაფერზე აქვს პასუხი, მაგრამ მთავირი რასაც პასუხობს ასტროლოგია, თუ გინდა სწორი გზით იარო- ამ გზას უნდა ხედავდე. და როცა გზაც ხედავ- შენი ნებაა იარო მასზე თუ არა.

 

    

 

CATEGORIES
TAGS
Share This