თუ რეკომენდაციებს დავიცავთ სწავლის დაწყება არ გდაიდება – ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე

თუ რეკომენდაციებს დავიცავთ სწავლის დაწყება არ გდაიდება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

გაბუნია ეპიდვითარებასა და სწავლის დაწყების თარიღზე საუბრობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სწავლა დაიწყოს ისე, როგორც დაგეგმილია.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც ინერგება:

„ჩვენი ინსპექტორატი ამოწმებს შრომის უსაფრთხოებას სხვადასხვა ადგილზე, იყო რამდენიმე სკოლაში, შეამოწმა მზაობა, გავეცით რეკომენდაციები და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ გაგრძელდება მონიტორინგი, თუ რამდენად მზად არიან სკოლები, უსაფრთხოდ დაწყოს სწავლა. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ჩვენ მოგვიხდეს სწავლის დაწყების გადავადება“.

შეკითხვაზე, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ისევ გამკაცრდეს ზომები, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების თავიდან შემოღების საჭიროება არ არის და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

„ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს არაფერს საგანგაშოს. თუ ჩვენ შევხედავთ საერთო სურათს, ვნახავთ, რომ დადებითობის მაჩვენელი ანუ ტესტირების შედეგად გამოვლენილი დაინფიცირებული ადამიანების პროპორციული რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუ ჩვენ დღეში ვატარებთ 5000-მდე ტესტირებას და აქედან 25 არის დადებითი, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიურად ქვეყანა არის საიმედო. სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლირებადი. სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ რომ განსაკუთრებულ შემზღუდველ ღონისძიებებზე ვისაუბროთ – არა, მაგრამ უნდა დავიცვათ ის წესები, რაზეც აქამდე შევთანხმდით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი სახელდება.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 510–მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პირი ხოლოო ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში –1 253. ახალი ტიპის ვირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა

CATEGORIES
TAGS
Share This