ახალგაზრდა მუსიკოსი გიორგი ოსტატიშვილი ,,პერსონა 2020 “ – ის ტიტულს მიიღებს

ახალგაზრდა მუსიკოსი გიორგი ოსტატიშვილი ,,პერსონა 2020 “ – ის ტიტულს მიიღებს

ახალგაზრდა მუსიკოსი გიორგი ოსტატიშვილი ,,პერსონა 2020 “ – ის ტიტულს მიიღებს

   დაჯილდოების ცერემონია პერსონა უკვე მეშვიდე წელია რაც საქართველოში სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს, რომელთა შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემგრანტებიც არიან. სხვადასხვა წლებში პროექტის ფარგლებში დაჯილდოებულები არიან ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, თამარ სხირტლაძე, ლეილა აბაშიძე, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე, ირმა სოხაძე და სხვები. პერსონა 2020 -ზე ნომინირებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაწყებულია , რომელთა შორის გახლავთ ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი  გიორგი ოსტატიშვილი. მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება. საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ წარმატებულ ემიგრანტ ახალგაზრდა მუსიკოს ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულზე ხელოვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გიორგი ოსტატიშვილი ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გიორგი ოსტატიშვილი დაიბადა 1995 წ ქ.გენტში(ბელგია-ფლანდრია) ორი წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა შვეიცარიაში ციურიხში სადაც ხუთი წელიწადი იცცხოვრეს. შემდეგ ოჯახთან ერთად საქრთველოში დავბრუნდა და 2001 წ გიორგი შეიყვანეს იური გაგარინის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სადაც ექვსი კლასი დაამთავრა, შემდგომში პორტუგალიაში მოგვიხდა გამგზავრება და უკვე იქ განაგრძო სწავლა მე-7-ე კლასიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო კონსერვატორიაში კლასიკური გიტარის ხაზით. თუმცა არ უღალატია თავისი საყვარელი მუსიკალური ჟანრისთვის და ჩამოაყალიბა ოთხ კაციანი ბენდი ბლიუზ-როკ-ჯაზის მიმართულებით. ქონდა ბევრი წარმატებული სოლო კონცერტები. მასზე საკმაოდ ვრცელი სტატია დაიბეჭდა გაზეთ. “რეგიაო დე ლეირია”- ში. ამჟამად ცხოვრობს შტატებში და წარმატებით სწავლობს ნიუ-ჯერსის მუსიკალურ კოლეჯში. აქვს თავისი ბენდი ,,ლაით საუნდი”, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. გიორგის აქვს საშუალება, დაუკრას თავისივე შექმნილი ორიგინალური ნაწარმოებები, რა თქმა უნდა იგი ასრულებ ქავერებსაც. გიორგის მუსიკალური მოღვაწეობა იმითაც საინტერესოა, რომ მან გააკეთა მობილური ჩამწერი სტუდია და ბრწყინვალედ ართმევს თავს ამ ძალზედ რთულ და დელიკატურ საქმეს. გიორგი ოსტატიშვილი ცნობილი მუსიკალური ოჯახიდან გახლავთ მისი მშობლები არიან მომღერალი ჯუთი ხელაშვილი და დრამერი ნოდარ ოსტატიშვილი.

CATEGORIES
TAGS
Share This